მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"რედკო" - დასახლების ყველა კორპუსს წყალი ცენტრალური სისტემის საშუალებით მიეწოდება

5e1479007f7dd
ინგა მურუსიძე
07.01.20 16:23
1241
ახალი გუდაურის „რედკოს დასახლების“ წყალმომარაგების რამდენიმე დღიანი შეფერხების აღმოსაფხვრელად, 24 საათიან რეჟიმში მიმდინარე ერთობლივი სამუშაოების შედეგად, ამჟამად დასახლების ყველა კორპუსს წყალი ცენტრალური სისტემის საშუალებით მიეწოდება, - ამის შესახებ კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

"მიუხედავად იმისა, რომ ამჟამად ცენტრალური წყალმომარაგება აღდგენილია, სახელმწიფო უწყებების დახმარებით 08:00 საათიდან დაწყებულია „რედკოს დასახლების“ რეზერვუარების შევსება. ამჟამად არსებობს 100 ტონაზე მეტი წყლის მარაგი", - აცხადებენ კომპანიაში.

მათივე ცნობით, წყალმომარაგების აღდგენითი სამუშაოების შედეგების გასაცნობად, დღეს გუდაურში შეხვედრა გაიმართა, რომელსაც საქართველოს ვიცე-პრემიერი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი ხელმძღვანელობდა. სამუშაო შეხვედრას ესწრებოდნენ ინფრატრუქტურის მინისტრის პირველი მოადგილე ირაკლი ქარსელაძე, გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ახალი ხელმძღვანელი გიგა მანდარია, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მარიამ ქვრივიშვილი, მთის კურორტების განვითარების კომპანიის, „რედკოს“, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის, ადგილობრივი საპატრულო პოლიციისა და სხვა უწყებების წარმომადგენლები.