მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"რედკო" და წყალმომარაგების კომპანია ვერაფერს გვთავაზობს - აპარტამენტის მფლობელი

5e13737dd989e
BM.GE
06.01.20 22:32
1194
ვერც „რედკო“ და ვერც გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია, ერთმანეთის დადანაშაულების გარდა, ვერაფერს გვთავაზობს, - ამის შესახებ "რედკოს" ერთ-ერთი აპარტამენტის მფლობელმა ნინო ვეკუამ განაცხადა. მისივე თქმით, გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია მზად არის ოთხშაბათს 15:00 საათზე შეხვდეს მათ, ისევე როგორც „რედკოს“ დირექტორი.

„პრობლემაა სრული არაპროფესიონალიზმი... ერთი კვირის თავზე დამნაშავე არის უთოვლობა, ხომ მაგარი მიზეზია 21 საუკუნეში?! ალტერნატივად სხვა წყაროდან მომარაგებას გვთავაზობენ: ტბიდან, ძველი გუდაურის მაგისტრალიდან ან კიდევ რაიმე უკეთესს, მაგრამ ეგ ტექნიკურმა ჯგუფმა იცის, რომელიც ობიექტზეა და ოთხშაბათისთვის, იმედია, დაბრუნდებიანო. წყალმომარაგების კომპანიის იურისტებს ვესაუბრე და თქვეს, რომ მთელი სამთო-სათხილამურო კურორტების რეაბილიტაციას იწყებს წელს აზიის განვითარების ფონდი და ერთ-ორ წელიწადში წყლის პრობლემა საერთოდ აღარ იარსებებსო“, - აღნიშნა ნინო ვეკუამ.

შეგახსენებთ, „რედკოს“ დასახლებას უკვე რამდენიმე დღეა წყალმომარაგების პრობლემა აქვს, რის გამოც, დამსვენებლები ტოვებენ.