გუდაურში „რედკოს დასახლებაში“ აპარტამენტების მფლობელები ამ წუთებში თბილისში დეველოპერული კომპანია „რედკოს“ ოფისთან აქციას მართავენ. ისინი „რედკოს“ ოფისიდან გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიასთან გადასვლას გეგმავენ.
BM.GE-ის აქციის ერთ-ერთი მონაწილე ხატია ნარსავიძე დაუკავშირდა, რომლის თქმითაც, მათ ამ დრომდე არ მიუღიათ კონკრეტული პასუხი, თუ როდის აღდგება წყალმომარაგება.
“მთავარი მოთხოვნაა, გაგვცენ პასუხი, როდის აღდგება წყალმომარაგება, ხან რა დროს გვეუბნებიან და ხან - რა დროს. არავინ არაფერს არ აკეთებს და არავინ არ გვაქცევს ყურადღებას; 31 დეკემბერს დაიწყო წყალმომარაგების შეწყვეტა. იმის შემდეგ კი, ხან ტალახიანი წყალი წამოვიდა და ხან რა მოხდა. ადამიანებიც კი მოიწამლენ”, - აცხადებს ხატია ნარსავიძე.
მისივე თქმით, პრობლემა მოგვარებელი არაა და წყალმომარაგების კომპანიამ სატელეფონო საუბარში ერთკვირიანი ვადა დაასახელა.
შეგახსენებთ: გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიამ რამდენიმე საათის წინ განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ ექსპერტების ვარაუდით, წყალმომარაგება რამდენიმე საათში აღდგება.
“ჩვენ არ გვჯერა მათი განცხადებების, ანალოგიური განცხადებები გაავრცელეს გუშინ და გუშინ წინ; როცა ამბობენ, რომ პრობლემა რამდენიმე საათში მოგვარდება, ამაში იგულისხმება, არაგვიდან ამოზიდული ტექნიკური წყალი, რომელშიც ფეკალიებია და საშიშია. ამ წყლის დალევა კი არა, ჭურჭლის გარეცხვაც კი არ შეიძლება”, - აცხადებს ხატია ნარსავიძე.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
დღეს კომენდანტის საათი დროებით უქმდება
Wolt-ის და Glovo-ს ტარიფები აბსურდულია - რაზე ვერ შეთანხმდნენ რესტორნების წარმომადგენლები მიტანის კომპანიებთან?
ვუნდერკინდი, რომელმაც უნივერსიტეტი მიატოვა, მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერია
ბრიტანეთის მარეგულირებელი Pfizer/BioNTech-ის ვაქცინაზე მოქალაქეებს აფრთხილებს
ალექსანდრე ძნელაძე: "საბანკო სესხების მინიმუმ 3-თვიან გადავადებაზეა საუბარი"
ხვალიდან თბილისის რამდენიმე ქუჩაზე მოძრაობა იზღუდება
პანდემიის დროს საქართველოში წითელ ტუჩსაცხზე მოთხოვნა გაიზარდა – Voulez-vous
ფილტვები, თავის ტვინი, გული - სად ტოვებს კვალს covid-19?
ასტეროიდი, რომლის ღირებულებაც მსოფლიო ეკონომიკას 70 000-ჯერ აღემატება
მიხეილ ლომთაძე კომპანია Kaspi-ს LSE-ზე განთავსების შედეგად მილიარდერი გახდა
პიკისგან გვაშორებს 2-3 კვირა, სწორედ ამ დროს მოხდება მთავარი დარტყმა სამედიცინო სისტემაზე – ინფექციონისტი
ჟენევამ მსოფლიოში ყველაზე მაღალი მინიმალური ხელფასი დააწესა – საათში $25
"უნიკალური ხიდი ხაშურის შემოვლით გზაზე"- ვინ განახორციელა პროექტი?
მოთხოვნადი სასწავლო პროგრამებისა და უმაღლესი სასწავლო დაწესებულებების რეიტინგი 2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგებით
თბილისში, ეზოები ნაგავშემკრები კონტეინერებისგან გათავისუფლდება - რას გულისხმობს პროექტი
გიორგი გახარია 200-ლარიანი კომპენსაციის მიღების მსურველ ოჯახებს მიმართავს
რა არ მიეკუთვნება ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს – ცვლილებები საგადასახადო კოდექსში
კახეთში ახალი სასტუმრო “ამპელო” გაიხსნა
კომპანია Sinohydro-მ საქართველოში კიდევ ერთი გზის მშენებლობა დაასრულა
„ფილიპ მორის საქართველო“: IQOS-ი საქართველოს ბაზარზე ოფიციალურად შემოდის