მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რეესტრი ადმინისტრაციულ ერთეულებში აზომვითი სამუშაოების დაწყების განრიგზე ინფორმაციას ავრცელებს

62161fba16697
ინგა მურუსიძე
23.02.22 23:17
1065
საჯარო რეესტრი კონკრეტულ ადმინისტრაციულ ერთეულებში საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი სამუშაოების დაწყების განრიგის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს:

საკადასტრო სამუშაოების დაწყების თანმიმდევრობა განისაზღვრა შემდეგი კრიტერიუმების მიხედვით:

· რეგისტრირებული ფართობის სიმცირე;
· დასარეგისტრირებელი ნაკვეთების რაოდენობა;
· მოსახლეობის რაოდენობა;
· გეოგრაფიული მდებარეობა;
· კლიმატური პირობები;

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო 2024 წლის ბოლომდე სისტემურ რეგისტრაციას ყველა მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უზრუნველყოფს.

სისტემური რეგისტრაციის ფარგლებში მოქალაქეები საფასურის გადახდის გარეშე მიიღებენ შემდეგ მომსახურებებს:

· მიწის ნაკვეთების საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი სამუშაოები;
· უფლების დამადასტურებელი დოკუმენტაციის მოძიება და სისტემატიზაცია;
· გარიგებაზე მხარეთა ხელმოწერების დამოწმება;
· სანოტარო მედიაცია;
· მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარება;
· ფაქტების კონსტატაცია;
· მიწის ნაკვეთის ადგილმდებარეობის, უფლების დამადასტურებელ დოკუმენტთან იდენტურობის დადგენა;
· მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების და მასში ცვლილების რეგისტრაცია.