„მედიკამენტებზე რეფერენტული ფასების დაწესებას ფარმაცევტულ ბაზარზე ძალიან დადებითი ეფექტი ექნება და ეს წამლებს ძალიან გააიაფებს“,-ამის შესახებ ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე ილია ღუდუშაურმა განაცხადა.
„რეფორმის პირველი ნაწილი უკვე გავაცანით ფარმაცევტული სექტორის წარმომადგენლებს. ძირითადი პრინციპები ჩამოყალიბებულია. ჩვენ სექტორისგან კონკრეტულ შეკითხვებსა და შენიშვნებს ველოდებით. ვფიქრობ, რომ გეგმის მიხედვით რეფორმა 1-ელი იანვრიდან გაეშვება.
რეფერენტული ფასები, პირველ ეტაპზე, ქრონიკული და ონკოლოგიური დაავადებების სამკურნალო პრეპარატებზე დაწესდება. ამის შემდეგ, დავაკვირდებით მის მიმდინარეობას და გეგმის მიხედვით, ყველა მედიკამენტზე რომელიც საქართველოში იქნება რეგისტრირებული განსაზღვრული იქნება მაქსიმალური ზედ ზღვარი. ეს რეფერენტული ქვეყნებისა და სტატისტიკის ანალიზის საფუძველზე მოხდება.
ცვლილებას ფარმაცევტულ ბაზარზე ძალიან დადებითი ეფექტი ექნება და ეს მედიკამენტებს ძალიან გააიაფებს“,- განაცხადა ილია ღუდუშაურმა.
შეგახსენებთ, რომ რეფერენტული ფასების მექანიზმის შემუშავების პროცესში ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები, ადგილობრივ და საერთაშორისო ექსპერტებთან ერთად მუშაობენ. ცვლილების მიზანი წამლებზე ხელმისაწვდომობის გაზრდა და კეთილსინდისიერი მარკეტინგის უზრუნველყოფაა.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
ლარი ზედმეტადაა გამყარებული - TBC Capital
გურამ ბაღდოშვილი ბაკურიანში რესტორანს ხურავს - მიზეზი
ტექინსპექტირების ცენტრის თანამშრომელი დააკავეს
ემიგრაციიდან საქართველოში დაბრუნებულებს პროექტებს დაუფინანსებენ - განცხადებების მიღება გრძელდება
“ტრეფიკ თრეველის” დამფუძნებელი ცოტნე ჯაფარიძე გუდაურში დააკავეს
1-ელი აპრილიდან ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი იწყება
„დოლარი ნელ-ნელა თმობს თავის პოზიციებს” - ოთარ ნადარაია
ვის ეკუთვნის რუსთავში გახსნილი ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა?
„აგროჰაბი“ წელს ორ ახალ ფილიალს გახსნის
რომელ ქვეყნებში ჩახვალთ უვიზოდ ქართული პასპორტით? - ინტერაქტიული რუკა
ჩინეთის უმდიდრესმა ბიზნესმენმა ქონების 93% დაკარგა
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ამოქმედებიდან 9 თვე გავიდა - რამდენი აბარებს გამოცდას?
თბილისში, მზის ენერგიაზე მომუშავე პირველი სახლი აშენდა - რა დაუჯდა მეპატრონეს ენერგოდამოუკიდებლობა?
ხელფასები ორჯერ გავზარდეთ, თუმცა კადრების გადინება მაინც მაღალია - „კულას“ დირექტორი
“ზამთრის სეზონზე სვანეთში სტუმრებს არ ავიყვან” - "ტრეფიკ თრეველის" დამფუძნებელი
ქარელი-აგარა-ხაშური-სურამის გზაზე ტრანსპორტოს მოძრაობა იზღუდება
დეკემბერში დეფლაციაა მოსალოდნელი - TBC Capital
როგორც ჩანს, ლარმა თავის მოკლევადიან პიკს მიაღწია - თიბისი კაპიტალი
ბიზნესმენი რომან ფიფია საჯარო განცხადებას ავრცელებს
ქუთაისიდან სვანეთისკენ გვირაბი თუ გაკეთდა, მესტია შვეიცარიის დონის კურორტი გახდება - გურჩიანი