მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რეფერენტული ფასი დამატებით 300-ზე მეტ ქრონიკულ და ონკოლოგიურ მედიკამენტზე ამოქმედდა - სამინისტრო

64155bea76875
მარიამ ვარადაშვილი
18.03.23 10:31
653
ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, დღეიდან რეფერენტული ფასი დამატებით, 300-ზე მეტ ქრონიკულ და ონკოლოგიურ მედიკამენტზე ამოქმედდა.

უწყების ცნობითვე, საერთო ჯამში, ფასის ზედა ზღვარი უკვე 1100-ზე მეტ წამალზე მოქმედებს და ეს სია უახლოეს მომავალში კიდევ უფრო გაიზრდება.

"რეფრომის მიზანი ქვეყანაში წამლის ღირებულების შემცირებაა. ცვლილების მიხედვით ფარმაცევტულმა კომპანიებმა დადგენილი ფასებით უნდა იხელმძღვანელონ. იმ შემთხვევაში, თუ აფთიაქები მედიკამენტებს, აღნიშნულ ფასზე ძვირად გაყიდიან დაჯარიმდებიან. მოსახლეობისთვის წამლებზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, სახელმწიფომ, ქრონიკული და ონკოლოგიური მედიკამენტების ღირებულების ის მაქსიმალური ზღვარი დაადგინა, რომელზე მაღალ ფასადაც მათი რეალიზაცია აიკრძალა",-წერია სამინისტროს განცხადებაში.

სამინისტროში ასევე აცხადებენ, რომ რეფორმის შემდეგ ფარმაცევტული პროდუქტის ფასი საშუალოდ 40%-ით შემცირდება. რეფერენტული ფასწარმოქმნის მექანიზმი ეტაპობრივად, სხვა ჯგუფის მედიკამენტებზეც ამოქმედდება. მედიკამენტებზე განსაზღვრული რეფერენტული ფასი ორიგინალისა და მისი ანალოგი გენერიკებისთვის განსხვავებულია, რაც ბაზარზე საერთაშორისო ბრენდების ინტერესს დააზღვევს.

მედიკამენტების ჩამონათვალისა და მაქსიმალური ზღვრული ფასის შესახებ ინფორმაცია შეგიძლიათ ნახოთ აქ: https://referenceprice.moh.gov.ge/ui/#/main