05.მარტი .2020 11:56

რეფინანსირების განაკვეთი შესაძლოა შემცირდეს - მაჭავარიანი

views 777
უკან

საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა დღეს განაცხადა, რომ კორონავირუსის ეკონომიკური ეფექტის საპასუხოდ მთავრობა და ეროვნული ბანკი შესაბამის ნაბიჯებს გადადგამენ. 

"იმისდა მიხედვით, თუ რამდენად მძიმე ეფექტი იქნება, შესაძლოა მონეტარული პოლიტიკის შერბილებაზე ვიმსჯელოთ. შეიძლება ასევე ვიფიქროთ ასევე სხვადასხვა ტიპის ფისკალურ სტიმულზე,"- განაცხადა საქართველოს ფინანსთა მინისტრმა. 

შეგახსენებთ, რომ 2019 წლის 12 ნოემბერს საქართველოს ეროვნულმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი 9%-მდე გაზარდა, რაც მიზნად გაზრდილი ინფლაციის შერბილებას ისახავდა. შემდგომი მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის სხდომა 18 ნოემბერს არის დაგეგმილი, სწორედ ამ დღეს გახდება ცნობილი შეამცირებს თუ არა სებ-ი განაკვეთს.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა