მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რეფინანსირების განაკვეთის შემცირება ბიზნესს წაადგება - "Kpmg Georgia"-ს მმართველი პარტნიორი

5eaab296818ec
ნინი ლონგურაშვილი
30.04.20 16:00
870
Kpmg Georgia-ს მმართველი პარტნიორის კახა რუხაძის შეფასებით, ეროვნული ბანკის მიერ რეფინანსირების განაკვეთის 9%-დან 8.5%-მდე შემცირება ბიზნესს წაადგება.

ამის შესახებ “Kpmg Georgia” მმართველმა პარტნიორმა „საქმიან დილაში“ საკითხის კომენტირებისას განაცხადა.

“ერთი შეხედვით და სიღრმისეულადაც, ეს გადაწყვეტილება წაადგება ბიზნესს, გამოთავისუფლდება ფულადი სახსრები, რომელიც მიემართება იმ ბიზნეს სუბიექტებისკენ, ვინც წაახალისებენ ხარჯვას; თუნდაც ინფლაციის დონემ ცოტათი კიდევ რომ აიწიოს, მნიშვნელოვანია ფულადი სახსრები გამოთავისუფლდეს და მისაწვდომი გახდეს ბიზნეს სუბიექტებისთვის და შემდეგ იმ სექტორისთვის, რომელიც წაახალისებს მოხმარებას. ამ ეტაპზე შეფასება რთულია, მონეტარული პოლიტიკის შემცირება უფრო მეტად იქნება საჭირო თუ უფრო ნაკლებად, მაგრამ ის, რაც გაკეთდა, ამის მიმართ მე უფრო პოზიტიურად ვარ განწყობილი, ვიდრე - ნეგატიურად. იმ შემთხვევაშიც კი, თუ განაკვეთის შერბილება ნეგატიურად აისახა ინფლაციაზე, მაინც გამართლებულად მიმაჩნია”, - ამბობს კახა რუხაძე.