24.იანვარი .2023 18:20

რეფინანსირების განაკვეთის შერბილებას ველოდებით - არჩილ გაჩეჩილაძე

რეფინანსირების განაკვეთის შერბილებას ველოდებით - არჩილ გაჩეჩილაძე
views 638
უკან

აშკარაა, რომ ინფლაციამ შემცირება დაიწყო, წლის შუა განაკვეთიდან ველოდებით შემარბილებელ ღონისძიებებს, განსაკუთრებით რეფინანსირების განაკვეთთან მიმართებით, ლარში, - ამის შესახებ საქართველოს ბანკის გენერალურმა დირექტორმა, არჩილ გაჩეჩილაძემ განაცხადა. 

საქართველოში რეფინანსირების განაკვეთი 30 მარტიდან მოყოლებული 11%-ს შეადგენს. ეროვნული ბანკი რეფინანსირების დონის შესახებ მომდევნო შეხვედრას 1 თებერვალს გამართავს. საქსტატის თანახმად, დეკემბერში წლიური ინფლაციის დონე 9.8% იყო, რაც წინა თვეებთან შედარებით ნაკლებია.

„სისტემა დაახლოებით 12.5%-ით გაიზარდა. როცა ნომინალური ზრდა ორი ამდენია ეკონომიკაში, ეს მაღალი ზრდა ნამდვილად არ არის. გასაგებია, რომ ძალიან ბევრმა მომხმარებელმა თავი შეიკავა[სესხის აღებისგან] იქიდან გამომდინარე, რომ რეფინანსირების განაკვეთი არის მაღალი. შესაბამისად, შემზღუდველია საკრედიტო აქტივობისთვის მაღალი საპროცენტო განაკვეთი. რაც შეეხება სესხებს დოლარში, ამერიკის ფედერალური რეზერვის მხრიდან მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის ზრდასთან ერთად, მიღებულია რეგულაციებიც, რომელმაც დოლარის სესხები გააძვირა და ეს მომხმარებლისთვის მარტივი არ არის.

მე მგონია, რომ ინფლაციამ დაიწყო შენელება. აშკარაა, რომ შემცირება დაწყებულია და წლის შუა განაკვეთიდან ველოდებით შემარბილებელ ღონისძიებებს, განსაკუთრებით რეფინანსირების განაკვეთთან მიმართებით, ლარში. დოლარში თითქოს ასეთი არ ჩანს. ამერიკის სხვადასხვა ანალიტიკოსი ამბობს, თითქოს რეფინანსირების განაკვეთი პიკს მიაღწევს წლის შუაში, შესაბამისად, კლება როდის დაიწყება, ჯერ არ არის გასაგები. რაც შეეხება ეროვნული ბანკის მიერ სხვადასხვა ტიპის რეგულაციების შერბილებას, იმისთვის, რომ საკრედიტო აქტივობა გაიზარდოს, ჯერჯერობით ამის ნიშნებს ვერ ვხედავთ, თუმცა მივესალმებოდით ნამდვილად“, - განაცხადა გაჩეჩილაძემ.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა