„ჩვენ ველოდებით საბოლოო გადაწყვეტილებას, დიდი იმედი გვაქვს, რომ ევროპული პერსპექტივა, რომელიც არის ისტორიული ჩანაწერი, დაკანონდება, დამტკიცდება ევროპული საბჭოს მხრიდან, ევროკავშირის წევრი ქვეყნების მიერ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში წლიური ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.
პრემიერის თქმით, მთავრობა, პარლამენტთან და გუნდთან ერთად მზად მოტივირებულია ყველა იმ რეფორმის გასაგრძელებლად, რომელიც საჭიროა ქვეყნისა და ხალხისთვის.
„ასევე, მინდა ვთქვა, მე ეს მთავრობის სხდომაზეც განვაცხადე და მინდა კიდევ ერთხელ გავიმეორო თქვენს წინაშე, რომ ბუნებრივია, ჩვენი მთავრობა, თქვენთან, პარლამენტთან ერთად, მთელი ჩვენი გუნდი ვართ მზად, მოტივირებული, რომ გავაგრძელოთ ყველა ის რეფორმა, რომელიც საჭიროა ჩვენი ქვეყნის, ჩვენი ხალხისთვის, ჩვენ ეს არაერთხელ გვითქვამს. ასევე მინდა შევახსენო ყველას, რომ რეფორმების ძალიან დიდი ნაწილი ისედაც იყო უკვე ჩადებული, გათვალისწინებული ასოცირების დღის წესრიგში, რომელიც სულ რაღაც 1 თვის წინ შევათანხმეთ ჩვენ ბრიუსელთან და ეს კიდევ უფრო ბევრ კითხვა აჩენს ჩემში პირადად, თუ რატომ იყო საჭირო ამ დათქმების ჩაწერა და სტატუსის შემდეგ მონიჭება. ეს, რა თქმა უნდა, ძალიან ბევრ კითხვა აჩენს, მაგრამ ამ ყველაფრის მიუხედავად, ჩვენ, რა თქმა უნდა, გამოვიჩინოთ სიბრძნე, ჩვენ გჭირდება სიმშვიდე, პროცესი უნდა ვმართოთ მშვიდად, მტკიცედ და ქვეყანა გავიყვანოთ სამშვიდობოს. მთავარი ჩანაწერი და რაც ქალბატონმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა საჯაროდ თქვა, ევროკავშირმა საქართველოს გაუღო კარი, ევროპამ კარი გაუღო საქართველოს. ეს არის ყველაზე მთავარი მიღწევა.
აქვე მინდა შევახსენო, მათ შორის ოპონენტებს, რომ 2012 წლამდე ასოცირების შეთანხმების პროცესი უკვე დაწყებული იყო, მაგრამ ძალიან გაწელილი იყო დროში. თუ არ ვცდები, 2010 წელს დაიწყო ეს პროცესი. ვინმეს ახსენდება საერთოდ, რატომ არ იყო კრიტიკა, მათ შორის, არავის მხრიდან, რომ რატომ არ იყო საქართველო მოწინავე პოზიციებში, მათ შორის, აღმოსავლეთ პარტნიორობის ფორმატში, რატომ გაასწრო, უკრაინას რატომ გადაეცა უფრო ადრე შეთანხმების პროექტი, რატომ დაიწყეს მათ ჩვენზე ადრე ეს პროცესი. იგივე ვიზალიბერალიზაციის პროცესი, რატომ დაიწყო უკრაინამ ჩვენზე ადრე, თუ არ ვცდები და შემდეგ დავიწყეთ ჩვენ. 2012 წლის 1-ლი ოქტომბრის არჩევნები, ეს იყო გარდამტეხი ცვლილება, რამაც მთელ მსოფლიოს დაანახა, რომ ეს დიქტატორული რეჟიმი დასრულდა საქართველოში და ხალხმა ამოისუნთქა. არ მოსწონთ მათი ამ მძიმე ხელწერის შეხსენება, მაგრამ კიდევ შევახსენებ. პირველ ოქტომბრამდე არა თუ თავისუფალი მედია არ არსებობდა, არც სასამართლო არ არსებობდა, არავითარი ნიშანწყალი. აქ, დღითიდღე, ყოველ დღე დაკანონებული იყო სწორედ დიქტატურა და ავტორიტარული რეჟიმი ერთი მანიაკი ადამიანის და მისი დანაშაულებრივი გუნდის, რომლებიც ყოველ დღე ტანჯავდნენ, აწამებდნენ, კლავდნენ ჩვენს მოქალაქეებს, რა მდგომარეობა იყო არ გახსოვთ? რა ადამიანის უფლებებზე გვესაუბრებიან ეს ადამიანები, რა მორალი გაქვთ საერთოდ, როგორ ბედავთ, რომ ჩვენ გვახსენებთ ადამიანის უფლებებს“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
„შეიძლება რამდენიმე თვეში გუდა-ნაბადი ავიკრა და ქვეყნიდან წავიდე“ - გურამ ბაღდოშვილი
1 აგვისტოდან სახელმწიფო კლინიკებში მინიმალური ანაზღაურების სისტემა ამოქმედდება - მინისტრი
საქართველოში ოქრო გაიაფდა
ქობულეთში, გონიოსა და კვარიათში სასტუმროები, ფაქტობრივად, დაცარიელებულია - “აჭარა ტური”
რა დაგიჯდებათ წალკის კანიონის მონახულება და რა უნდა გაითვალისწინოთ ვიზიტისას?
რატომ დგას ბოსტნეულით დატვირთული Tesla დეზერტირების ბაზარში?
ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გაუფასურდა
“ადამიანები მიხვდნენ, რომ მექსიკის გავლით აშშ-ში გადასვლა სარისკოა” - Turebi.ge
Forbes-ის მილიარდერების განახლებული რეიტინგი - სიაში ორი ქართველია
ხვალ, თბილისში 6200 აბონენტს გაზის მიწოდება დროებით შეუწყდება
რას ნიშნავს რუსულ ტექნიკაზე გამოსახული სიმბოლო “Z”?
„რომპეტროლ საქართველოს“ სერვისები გათიშულია - კომპანია განცხადებას ავრცელებს
რუსეთის კოსმოსური სააგენტო დაჰაკულია, სადაზვერვო სატელიტები გათიშულია - Anonymous
უკრაინის პრემიერის ტექსტი, რომელიც ქართულადაა დაწერილი, ბევრ ეჭვს მიჩენს - ზალკალიანი
მაკრონი საქართველოს და მოლდოვას მხარდასაჭერად Twitter-ზე განცხადებას ავრცელებს
სანქცირებული რუსული ბანკების ბარათები Apple Pay-სა და Google Pay-ში აღარ მოქმედებს
NATO-მ სამხედრო გეგმის განხორციელება გადაწყვიტა, ეს არის ჩვენი თავდაცვა – სტოლტენბერგი
დაუწესებს თუ არა საქართველო სანქციებს რუსეთს? - ღარიბაშვილის პასუხი
ომიკრონის წინააღმდეგ, ყველა აკრძალვა ფუჭი აღმოჩნდა - ივანე ჩხაიძე
“სავარაუდოდ, ათი დღის შემდეგ მკაცრი შეზღუდვებისგან გათავისუფლება ჩვენც უნდა დავიწყოთ" - კულუმბეგოვი