მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„რეფორმეტრი“ დღეს მორიგ საჯარო-კერძო დიალოგზე ელექტრონული კომერციის რეფორმას წარადგენს

620d04afc9f65
თელარა გელანტია
17.02.22 09:45
809
დღეს, რეფორმეტრი, USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამის მხარდაჭერით, მასპინძლობს მორიგ საჯარო-კერძო დიალოგს, რომელიც ელექტრონული კომერციის რეფორმის წარდგენას დაეთმობა.

ღონისძიება 11:45 საათზე დაიწყება.

როგორც bm.ge-ს ISET-დან აცნობეს, საჯარო-კერძო დიალოგს გახსნიან თამარ სულუხია (ISET-ის კვლევითი ინსტიტუტი), დავით წიკლაური (USAID/საქართველოს მისია) და ნატალია ბერუაშვილი (USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამა). ელექტრონული კომერციის რეფორმასთან დაკავშირებით, შეხვედრაზე წარდგენილი იქნება შემდეგი კანონები:

• კანონი ელექტრონული კომერციის შესახებ – ეკა ყუბუსიძე, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო
• კანონი მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ – მაკა ბოჭორიშვილი, საქართველოს პარლამენტი
• კანონი საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ – მანანა ფრუიძე, საქპატენტი

USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამის წარმომადგენელი თათია ბაციკაძე, ელექტრონული კომერციის პოლიტიკის შემუშავებასთან დაკავშირებულ გამოწვევებს, მნიშვნელოვან საკითხებსა და ძირითად რეკომენდაციებს მიმოიხილავს.

რეფორმეტრის გუნდი კი რეფორმის შეფასების ობიექტურ ინდიკატორებს წარადგენს, რის შემდეგაც გაიმართება საჯარო-კერძო დიალოგი დაინტერესებული მხარეების მონაწილეობით.

რა არის რეფორმეტრი? რეფორმეტრის მიზანია, შერჩეული ეკონომიკური რეფორმების პროგრესისა და ხარისხის ანალიზი და, ამასთან ერთად, დიალოგის ხელშეწყობა რეფორმით დაინტერესებულ მხარეებს შორის. პროექტი საშუალებას აძლევს რეფორმაზე პასუხისმგებელ სამთავრობო უწყებას, რეფორმის შემუშავებისა და დანერგვის პროცესში გაზარდოს მისი ცნობადობა და გააუმჯობესოს დაგეგმილი რეფორმის ეფექტიანობა.