მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რამდენად აღდგა საქართველოს საჰაერო სივრცის გამოყენება 2021 წელს?

61e6ba5ecd7da
მარიამ ვარადაშვილი
18.01.22 18:30
732
სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ინფორმაციით, 2021 წელს საქართველოს საჰაერო სივრცე 87 314-ჯერ გამოიყენეს.

2020 წელთან შედარებით საქართველოს საჰაერო გადაფრენების რაოდენობა 31%-ით არის გაზრდილი.

რაც შეეხება 2019 წელს, მოცემულ პერიოდში საქართველოს საჰაერო სივრცის 140 972-ჯერ გამოყენების ფაქტი დაფიქსირდა. შესაბამისად, 2021 წელს საჰაერო სივრცის გამოყენება 38.06%-ით ნაკლებია 2019 წელთან შედარებით. შესაბამისად, საჰაერო სივრცის გამოყენების მაჩვენებელი პანდემიამდე პერიოდთან შედარებით 62%-ით აღდგა.

რა შემოსავალი მიიღო ქვეყანამ საჰაერო სივრცის გამოყენების შედეგად, ეს მარტში გახდება ცნობილი, როცა საქაერონავიგაცია ფინანსურ ანგარიშგებას გამოაქვეყნებს.

ნებისმიერი თვითმფრინავი, რომელიც საქართველოს საჰაერო სივრცით სარგებლობს, ვალდებულია, საჰაერო ნავიგაციის მომსახურების საფასური გადაიხადოს. ეს მოსაკრებელი “საქაერონავიგაციის” ბიუჯეტში ირიცხება.