მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პირველად საქართველოში – BMatch პლატფორმა ბაზისბანკის მომხმარებლებისთვის

5f621155cf64a
ელენე გოგბერაშვილი
16.09.20 17:25
2844

დღეიდან, ბაზისბანკის მომხმარებლები, პირველები საქართველოში ბლუმბერგის BMatch პლატფორმით ისარგებლებენ.

ბაზისბანკის ინტერნეტბანკით, შესაძლებელია, მარტივად საკონვერტაციო განაცხადის პირდაპირ სავალუტო ბაზარზე მიწოდება. მომხმარებელმა კონვერტაციის ოპერაციის განსათავსებლად უნდა მიუთითოს, რომელ ვალუტას ყიდის, რომელს ყიდულობს და რა კურსით სურს კონვერტაცია, რის შემდეგაც განაცხადი ხვდება ბაზისბანკის პლატფორმაზე. ოპერაციის დასრულების შემდეგ კი კონვერტირებული თანხა ჯდება მომხმარებლის ანგარიშზე.




                          გიგი გაბუნია, ბაზისბანკის კომერციული დირექტორი 



“იცვლება სავალუტო ბაზრის თამაშის წესები. პირველად საქართველოში ჩვენ დავასწარით მოვლენებს და გვინდა ეს პლატფორმა შევთავაზოთ ჩვენს მომხმარებლებს. ადრე თუ კლიენტს ბანკი სთავაზობდა თამაშის წესებს და ეუბნებოდა, რომ შენ თუ გინდა თანხის დაკონვერტირება, შენ უნდა დააკონვერტირო რაღაც კონკრეტულ კურსში. დღეს უკვე ეს წესები შეიცვალა და კლიენტს შესაძლებლობა აქვს ბანკს უკარნახოს თუ რა კურსში უნდა თავისი თანხის დაკონვერტირება.

BMatch პლატფორმა საშუალებას გვაძლევს მომხმარებლის განაცხადი გავიდეს სავალუტო ბაზარზე და იქ არსებულ მოთამაშეებს, იქნება ეს ბანკები თუ მიკროსაფინანსოები, შესაძლებლობა აქვთ თანხები დაუკონვერტირონ კლიენტს და დაკონვერტირებული თანხა იმ დღესვე ან მაქსიმუმ მეორე დღეს დაუბრუნდება მას მიმდინარე ანგარიშზე“.

ბლუმბერგის BMatch პლატფორმაზე გარიგებები დგება მხოლოდ ლარსა და აშშ დოლარში. გარიგების მინიმალური თანხა კი, 100 ათასი აშშ დოლარს შეადგენს.

„ბაზისბანკის სისწრაფე განპირობებულია იმით, რომ რამდენიმე წელია ბაზისბანკი მომხმარებლებს სთავაზობს პირადი დილერის მომსახურებას, რომელიც ასევე პლატფორმაა და შესაძლებლობას აძლევდა კლიენტს ბანკთან ევაჭრა და ბანკის მიერ შეთავაზებულ კურსს არ დაკმაყოფილებოდა და თავისი ალტრენატიული კურსის შეთავაზების შესაძლებლობა ჰქონდა, ოღონდ ეს იყო მხოლოდ ბანკში და ევაჭრებოდა ჩვენი ბანკის დილერს.

BMatch პლატფორმა კი შესაძლებლობას აძლევს მომხმარებელს ივაჭროს სავალუტო ბაზარზე და თავისი მოთხოვნილი კურსი მიიღოს ნებისმიერი საფინანსო ინსტიტუტისგან. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და კონფორტული მომსახურება, რომელიც პირველებმა შევთავაზეთ საქართველოს საბანკო ბაზარს და ჩვენს მომხმარებლებს“-აცხადებს გიგი გაბუნია.

სერვისის აქტივაცია უფასოა. ასევე, პირველი თვის განმავლობაში მომხმარებლები განაცხადის განთავსებას BMatch პლატფორმაზე საკომისიოს გარეშე შეძლებენ.

„თუ იაქტიურებენ ჩვენი მომხმარებლები და არამარტო დღეს არსებული კლიენტები, არამედ ისინიც, ვინც გადაწყვეტენ გახდნენ ბაზისბანკის კლიენტები, მომავალი ერთი თვის განმავლობაში საშუალება ექნებათ საკომისიოს გარეშე ისარგებლონ ამ უნიკალური შესაძლებლობით“-აცხადებს გაბუნია.

შეგახსენებთ, რომ წლის დასაწყისში, ელექტრონული ვაჭრობის სისტემა, ბლუმბერგის ახალი BMatch სავალუტო პლატფორმა, ეროვნული ბანკის ინიციატივით დაინერგა. ბაზისბანკი პირველია საქართველოში არსებულ ბანკებსა და მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს შორის, ვინც პლატფორმა ხელმისაწვდომი გახადა მომხმარებლებისათვის.