მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

COVID-19-ის გაზრდილი შემთხვევების გამო, მადრიდში დამატებითი აკრძალვები ამოქმედდა

5f68b05b54668
ნათია თაქთაქიშვილი
21.09.20 18:17
1020
დღეიდან მადრიდის 850,000-მდე მოქალაქეს სახლში დარჩენისკენ მოუწოდეს. მიზეზი კორონავირუსის გაზრდილი შემთხვევებია. ამის შესახებ ინფორმაციას EeroNews-ი ავრცელებს.

გამოცემის მიხედვით, კარანტინის ზონაში მცხოვრებ მოქალაქეებს  სახლების დატოვების უფლება მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევაში ექნებათ. გამონაკლისი სამსახურში გამგზავრების, ექიმთან ვიზიტის ან ბავშვის სკოლაში წაყვანის შემთხვევაში წესდება. 

კარანტინის ზონაში მადრიდის მოსახლეობის 13% მოხვდება. შეზღუდვები ქალაქის სხვადასხვა ზონაში ორი კვირა გაგრძელდება. ამასთან, ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა პირობა დადო, რომ ქვეყანაში საყოველთაო კარანტინი არ გამოცხადდება.

18 სექტემბერს ესპანეთში 14,000-მე მეტი კორონავირუსის ახალი შემთხვევა გამოვლინდა, რაც ევროპის მასშტაბით ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. ჯამურად ქვეყანაში 659,334 მოქალაქე ინფიცირებული, გარდაიცვალა 30,495 ადამიანი.