მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ფაუჩი: ჯოგური იმუნიტეტი „სრული სისულელეა“

5f899e67ec847
ნათია თაქთაქიშვილი
16.10.20 21:30
3914
აშშ-ის წამყვანი ინფექციონისტი „ჯოგური იმუნიტეტის“ შექმნასთან დაკავშირებით აცხადებს, რომ ეს „სრული სისულელეა“. აღნიშნული განცადებით ფაუჩი თეთრი სახლის განცხადებას გამოეხმაურა, რომელიც „ლოქდაუნების“ დაწესებას ეწინააღმდეგება. ამის შესახებ ინფორმაციას Frobes-ი ავრცელებს.

გამოცემის მიხედვით, თეთრი სახლი ვაქცინის გარეშე ცდილობს ჩამოაყალიბოს „ჯოგური იმუნიტეტი“. აღნიშნული თეორიის მიხედვით, ხელისუფლება კორონავირუსის გავრცელებას არ გააკონტროლებს ახალგაზრდებსა და ჯანმრთელ ადამიანებს შორის, ხოლო მოწყვლად ჯგუფს დაიცავს.

ენტონი ფაუჩი აცხადებს, რომ ნებისმიერ პირს, ვისაც ინფექციურ დაავადებებთან ოდესმე შეხება ჰქონია და შესაბამისი განათლება გააჩნია, ის ნამდვილად გააცნობიერებს რამდენად სარისკოა აღნიშნული ტაქტიკა.

„სისულელეა, რომ ეს მეთოდი მოწყვლადი ჯგუფის დასაცავად გამოდგება. თუკი ისტორიას გადავხედავთ საპირისპიროში დავრწმუნდებით“, - წერს Frobes-ი.

გამოცემის მიხედვით, თეთრი სახლის ინიციატივას ხელი მოაწერა დაახლოებით 10 000-მა მეცნიერმა და დაახლოებით 26 000-მა სამედიცინო სფეროს პრაქტიკოსმა ექიმმა.

ცნობისთვის, აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის ყოფილი ხელმძღვანელის დოქტორ თომას ფრიდენის განცხადებითაც, ვაქცინის გამოსვლამდე ჯოგური იმუნიტეტის პრინციპით ბრძოლა კორონავირუსთან არასახარბიელო და სახიფათო გადაწყვეტილებაა.