მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოში ინტერნეტის ღირებულება შემცირდა

5f918f05a6bb6
შოთა ტყეშელაშვილი
23.10.20 09:40
1047
საქართველოში ფიქსირებული ინტერნეტის საშუალო ტარიფი შემცირდა, ამის შესახებ კომუნიკაციების კომისიის ანგარიშიდან ხდება ცნობილი. 

დოკუმენტის თანახმად, საყოფაცხოვრებო აბონენტის ინტერნეტის საშუალო ტარიფი 2020 წლის აგვისტოს მდგომარეობით, თვეში 18.26 ლარს შეადგენს, ეს 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 40 თეთრით ნაკლებია. 

კომერციულ სექტორში კი საშუალო აბონენტის ტარიფი თვეში 142 ლარს შეადგენს. წლიურ ჭრილში ეს საფასური 13 ლარით არის შემცირებული. 

კომუნიკაციების კომისიის თანახმად, 2020 წლის იანვარ-აგვისტოში საქართველოში მოქმედი ინტერნეტ პროვაიდერების შემოსავალი 8 მილიონი ლარით, ანუ 5%-ით გაიზარდა და მან 160 მილიონ ლარს მიაღწია. კომუნიკაციების კომისიის სტატისტიკის მიხედვით, ინტერნეტ პროვაიდერების აბონენტების საერთო რაოდენობა 925 ათასს შეადგენს, რაც 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 38 ათასით მეტია. სწორედ აბონენტების რაოდენობის ზრდა გახდა მთავარი ფაქტორი, რის შედეგადაც წამყვანმა პროვაიდერებმა საკუთარი შემოსავლების ზრდა შეძლეს.

2020 წლის 8 თვის მდგომარეობით, პროვაიდერების მიერ მიღებული შემოსავლები ასეთია:

1. მაგთიკომი - 85,019,538 ლარი, ზრდა წინა წელთან 4,133,842 ლარი;
2. სილქნეტი - 63,582,652 ლარი, ზრდა წინა წელთან 2,632,721 ლარი;
3. ახალი ქსელები - 4,654,538 ლარი, კლება წინა წელთან -326,407 ლარი;
4. სქაიტელი - 4,560,317 ლარი, ზრდა წინა წელთან 1,950,262 ლარი;
5. ახტელი - 2,552,005 ლარი, კლება წინა წელთან -311,291 ლარი.

ხუთი უმსხვილესი პროვაიდერის აბონენტების რაოდენობა 2020 წლის აგვისტოს მდგომარეობით:

1. მაგთიკომი - 454,995 აბონენტი, ზრდა წინა წელთან 39,278 ;
2. სილქნეტი - 289,664 აბონენტი, ზრდა წინა წელთან 3,469 ;
3. ახალი ქსელები - 27,570 აბონენტი, კლება წინა წელთან -6,137 ;
4. ახტელი - 15,408 აბონენტი, კლება წინა წელთან -2,115 ;
5. სქაიტელი - 23,827 აბონენტი, ზრდა წინა წელთან 7,527.

ფიქსირებული ფართოზოლოვანი ინტერნეტ მომსახურების აბონენტების 45% თბილისშია თავმოყრილი დანარჩენი კი რეგიონებში. რეგიონებიდან ყველაზე მეტი აბონენტი იმერეთშია.