მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დეპუტატი ახალ რეგულაციაზე: ეს ბიზნესისთვის მძიმე იქნება და ცხადია, ხარჯებსაც გაზრდის

603b8f0436ddd
სალომე მეცხვარიშვილი
28.02.21 17:50
2480
ყოფილი ბიზნესომბუსმენი მიხეილ დაუშვილი აცხადებს, რომ ახალი რეგულაცია, რომელიც დამსაქმებელს ავალდებულებს დასაქმებულის სამუშაო საათები აღრიცხოს, ბიზნესისთვის ცალსახად მძიმე იქნება. ამის შესახებ მან გადაცემა Forbes კვირაში განაცხადა.

რეგულაცია, რომელიც პირველი მარტიდან შედის ძალაში, წინა მოწვევის პარლამენტმა დაამტკიცა, მაშინ მიხეილ დაუშვილი ბიზნესომბუდსმენის პოზიციას იკავებდა. მისი თქმით, განხილვების პროცესში ბიზნესთან კომუნიკაციაზე დაყრდნობით არაერთხელ დააფიქსირა პოზიცია, რომ ცვლილებას არ ექნებოდა კარგი გავლენა არც საინვესტიციო გარემოზე და არც კერძო სექტორზე. თუმცა, მისი თქმით, კანონი მიღებულია და ახლა უნდა დააკვირდნენ, რეალურად რა გავლენა ექნება რეგულაციებს კერძო სექტორზე და საჭიროების შემთხვევაში ჩანაწერი დახვეწონ.

“ მიუხედავად იმისა, რომ არაერთი კომუნიკაცია გვქონდა, რომ ეს იქნებოდა ბიზნესისთვის დამატებითი ტვირთი, რათქმაუნდა, საინვესტიციო გარემოსთვის არ იქნებოდა მთლად წამახალისებელი და აღსრულება პანდემიის პერიოდში იქნებოდა რთული – ეს იყო საქართველოს საერთაშორისო ვალდებულებებით გათვალისწინებული ცვლილებები, შესაბამისად, პარლამენტმა დაამტკიცა.

ეს ბიზნესისთვის მძიმე იქნება და ცხადია, ხარჯებსაც გაზრდის, ასევე ადმინისტრირების ნაწილში იქნება რთული, რადგან ბევრი დასაქმებული დისტანციურად მუშაობს.

თუმცა, ახლა გვაქვს ის მოცემულობა, რომ კანონი ძალაში შედის. გვექნება ბიზნესთან კომუნიკაცია და იმის მიხედვით, პრაქტიკაში რა ხარვეზებს წავაწყდებით, გვექნება კანონმდებელობის დახვეწასა და განვითარებაზე საუბარი”,– აცხადებს დეპუტატი და ამბობს, რომ მთავარია, ცვლილებები რეალობასთან იყოს ადაპტირებული.