მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რეგიონები, რომელიც აცრების რაოდენობით ლიდერობს

6121fedb982de
ელენე გოგბერაშვილი
22.08.21 11:39
2289
22 აგვისტოს მონაცემებით, ქვეყანაში სულ ჩატარებულია 962 165 აცრა. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, სულ მცირე 1 დოზით ვაქცინირებულია 675 978 ადამიანი ანუ მოზრდილი მოსახლეობის 23.7%, ხოლო სრულად ვაქცინირებულია 286 187 ადამიანი, რაც მოზრდილი მოსახლეობის 10%-ს შეადგენს.

ამასთან, ბოლო 24 საათში ქვეყანაში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით ჯამში 23 303 ადამიანი აიცრა.

კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრების რაოდენობის მიხედვით თბილისი ლიდერობს. გასული 24 საათის განმავლობაში დედაქალაქში 10 473 მოქალაქე აიცრა. მეორე ადგილზეა იმერეთი 3234 ვაქცინირებულით, ხოლო მესამეზე აჭარა, სადაც 22 აგვისტოს მდგომარეობით 2 933 მოქალაქე აიცრა.

COVID-19-ის საწინააღმდეგო აცრების სტატისტიკა რეგიონების მიხედვით ასე გამოიყურება:

თბილისი - 10 473
იმერეთი - 3 234
აჭარა - 2 933
სამეგრელო-ზემო სვანეთი - 1 839
კახეთი-1 188
შიდა ქართლი -1 074
ქვემო ქართლი -872
გურია -582
სამცხე ჯავახეთი -556
მცხეთა-მთიანეთი - 456
რაჭა-ლეჩხუმი-ქვემო სვანეთი - 96.