მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რეგიონები, რომელიც კორონავირუსის გავრცელების მაჩვენებლით მოწინავე პოზიციაზეა

6125ea7f44fcf
BM.GE
25.08.21 11:00
936
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით  53 747 კვლევა ჩატარდა ტესტით.

ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში ვირუსით ინფიცირების 5 021 ახალი დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა, ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 5 041 პირი, ხოლო კორონავირუსით გარდაცვალების 58 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 5 021 ახალი შემთხვევიდან:

თბილისში გამოვლენილია 2 030 შემთხვევა, აჭარა - 599, იმერეთი - 598, ქვემო ქართლი - 333, შიდა ქართლი - 331, გურია - 111, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 336, კახეთი - 446, მცხეთა-მთიანეთი - 114, სამცხე-ჯავახეთი -90, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 33.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 57 762-ია, საიდანაც:

7 356 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 3 107, აჭარაში - 1 046, იმერეთში - 1 102.

ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 556 პირი, მათ შორის, თბილისში - 622, აჭარაში - 164, იმერეთში - 353. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 384 პირი, მათგან თბილისში - 222, აჭარაში - 47, იმერეთში - 26.