15.იანვარი .2022 10:52

რეგიონები, რომელიც ვირუსის გავრცელებით მოწინავე პოზიციაზეა - დღის COVID-რუკა

რეგიონები, რომელიც ვირუსის გავრცელებით მოწინავე პოზიციაზეა - დღის COVID-რუკა
views 1018
უკან

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 63 516 კვლევა ტესტით, მათ შორის 33 800 კვლევა ანტიგენის ტესტით და 29 716 PCR ტესტით.

ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში ვირუსით ინფიცირების 5 381 ახალი დადასტურებული შემთხვევა  გამოვლინდა,  გამოჯანმრთელდა 1 065 პირი, ხოლო კორონავირუსით გარდაცვალების 30 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. 


ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 5 381 ახალი შემთხვევიდან:

თბილისში გამოვლენილია 3 144 შემთხვევა,
აჭარა - 557,
იმერეთი - 539,
ქვემო ქართლი - 191,
შიდა ქართლი - 262,
გურია - 100,
სამეგრელო - ზემო სვანეთი - 230,
კახეთი -173,
მცხეთა-მთიანეთი - 101,
სამცხე-ჯავახეთი - 69,
რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი -15.

15 იანვრის სრული სტატისტიკა ასე გამოიყურება:


კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა - 990 183 , ბოლო 24 საათში - 5 381
მათ შორის გამოჯანმრთელებული - 925 137 , ბოლო 24 საათში - 1 065
მათ შორის გარდაცვლილი - 14 425 , ბოლო 24 საათში - 30
ბოლო 24 საათში ჩატარებული კვლევა ტესტით - 63 516, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით - 33 800, PCR ტესტით - 29 716
სულ აცრილია - 2 603 603, დღიურად აცრილია - 5 631
კარანტინის რეჟიმში - 53
სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 4 369
კლინიკურ სასტუმროში მყოფი პირები - 2 077.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 14 იანვრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 8.47 %, ბოლო 14 დღის მანძილზე - 9.24% ხოლო 7 დღის მანძილზე - 9.62%.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა