დღეს ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, გიორგი კაკაურიძემ პარლამენტს წარუდგინა სასესხო შეთანხმება, რომელსაც მთავრობა ევროპის საინვესტიციო ბანკთან (EIB) აფორმებს. სასესხო ხელშეკრულების მოცულობაა 34 მილიონი ევრო და ის რეგიონების ინტერნეტიზაციის პროექტზე უნდა დაიხარჯოს. ამავე პროექტისთვის 2020 წელს მთავრობამ მსოფლიო ბანკისგან 35.7 მილიონი ევრო ისესხა. მთლიანობაში ინტერნეტიზაციის ბიუჯეტი 68.7 მილიონი ევრო იქნება. ამ თანხით რეგიონებში 5,000 კილომეტრის ოპტიკურ-ბოჭკოვანი ინტერნეტ ქსელი უნდა მოეწყოს. შედეგად, 500,000-მდე მოქალაქისთვის უნდა გახდეს სტაბილური ფართოზოლოვანი ინტერნეტი ხელმისაწვდომი.
რეგიონების ინტერნეტიზაციის პროექტის განხორციელება თითქმის ნულოვანი ათვისებით, ჯერ კიდევ 2014 წელს დაიწყო. მაშინ მთავრობამ სპეციალური სააგენტო “ოუფენ ნეტიც” შექმნა, რომელიც ეკონომიკის სამინისტროს დაქვემდებარებაშია.
2020 წელს პროექტს რებრენდინგი ჩაუტარდა და მას Log in Georgia დაერქვა, სწორედ ამ სახელითაა ის ბიუჯეტში მოხსენიებული. რებრენდინგის მიუხედავად, პროექტის ათვისება ამჟამადაც შეფერხებებით მიმდინარეობს, 2021 წელს “ოუფენ ნეტმა” დაგეგმილი ბიუჯეტი ვერ აითვისა, რის გამოც მას დაფინანსება 22.6 მილიონი ლარით შეუმცირდა.
ფინანსთა მინისტრის მოადგილის გიორგი კაკაურიძის განცხადებით, სატენდერო დოკუმენტაციები უკვე მომზადებულია და “ოუფენ ნეტი” შესაბამისი შესყიდვების გამოცხადებას დაიწყებს. ინტერნეტიზაციის პირველი საპილოტე პროექტი "ოუფენ ნეტმა" აჭარის ტერიტორიაზე განახორციელა. შემდეგი რეგიონი, სადაც ქსელი აშენდება გურია იქნება.
“წელს უკვე სატენდერო დოკუმენტაცია მომზადებულია და დაიწყება გურიის რეგიონით, სადაც სატენდერო დოკუმენტაცია უკვე მომზადებულია. ორი კრიტერიუმია აღებული, ერთი რომ დასახლებულ პუნქტში 200-ზე მეტი ადამიანი ცხოვრობდეს, მეორე არ უნდა იყოს უკვე კერძო ფართოზოლოვანი ინფრასტრუქტურა გაკეთებული", - განაცხადა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ.
თავად EIB-ის სესხი 25 წლის ვადიანობისაა, საიდანაც 8 წელი საშეღავათოა, რაც იმას ნიშნავს, რომ საქართველო კრედიტის გასტუმრებას 8 წლის შემდეგ დაიწყებს.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
რუსეთის გარდა, რომელ ქვეყნებთან აქვს საქართველოს 1-წლიანი უვიზო რეჟიმი? - სია
გიორგი კაკაურიძის თქმით, შესაძლოა, გარკვეულ თვეებში დეფლაცია დაფიქსირდეს
საქართველოში მოქმედი 15 ბანკიდან ორი ზარალზეა
საავტომობილო გზების დეპარტამენტი რიკოთის მაგისტრალის მშენებლობის შესახებ განცხადებას ავრცელებს
როდის აღდგება მოძრაობა რიკოთის გზაზე? - განმარტება
ლარი ზედმეტადაა გამყარებული - TBC Capital
გურამ ბაღდოშვილი ბაკურიანში რესტორანს ხურავს - მიზეზი
ტექინსპექტირების ცენტრის თანამშრომელი დააკავეს
ემიგრაციიდან საქართველოში დაბრუნებულებს პროექტებს დაუფინანსებენ - განცხადებების მიღება გრძელდება
1-ელი აპრილიდან ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი იწყება
„დოლარი ნელ-ნელა თმობს თავის პოზიციებს” - ოთარ ნადარაია
ვის ეკუთვნის რუსთავში გახსნილი ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა?
„აგროჰაბი“ წელს ორ ახალ ფილიალს გახსნის
რომელ ქვეყნებში ჩახვალთ უვიზოდ ქართული პასპორტით? - ინტერაქტიული რუკა
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ამოქმედებიდან 9 თვე გავიდა - რამდენი აბარებს გამოცდას?
თბილისში, მზის ენერგიაზე მომუშავე პირველი სახლი აშენდა - რა დაუჯდა მეპატრონეს ენერგოდამოუკიდებლობა?
“ზამთრის სეზონზე სვანეთში სტუმრებს არ ავიყვან” - "ტრეფიკ თრეველის" დამფუძნებელი
ქარელი-აგარა-ხაშური-სურამის გზაზე ტრანსპორტოს მოძრაობა იზღუდება
დეკემბერში დეფლაციაა მოსალოდნელი - TBC Capital
როგორც ჩანს, ლარმა თავის მოკლევადიან პიკს მიაღწია - თიბისი კაპიტალი