მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რეგიონების წყალმომარაგებისთვის 200 მლნ ლარამდე ღირებულების ტენდერები გამოცხადდა

5f968bdd05cda
შოთა ტყეშელაშვილი
26.10.20 13:08
1338
რეგიონებში წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაციისთვის სახელმწიფოს კუთვნილმა "გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიამ" ოქტომბერში 200 მილიონ ლარამდე ღირებულების ტენდერები გამოაცხადა. მათ შორის ყველაზე ძვირადღირებული - 64.9-მილიონიანი ტენდერით თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფლებში ახალი წყალმომარაგების სისტემა უნდა აშენდეს. 

გამოცხადებულ ტენდერებში კომპანიებს საკუთარი წინადადებების დაფიქსირება ნოემბრის ჩათვლით შეეძლებათ. 

სახელმწიფო შესყიდვების ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ამ ტენდერების აღწერა ასეთია:

● 13,512,463 - ლარის ტენდერი დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფლების (ფიროსმანი, სამთაწყარო, თავწყარო, ჭოეთი, საბათლო, არბოშიკი) წყალმომარაგების სისტემის საპროექტო-სამშენებლო სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვა. წინადადების მიღება მთავრდება 25.11.2020;
● 20,127,785 - ლარის ტენდერი ქალაქ თეთრიწყაროს წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაციის პროექტირება - მშენებლობის სამუშაოების შესყიდვა. წინადადების მიღება მთავრდება 24.11.2020;
● 11,189,490 - ლარის ტენდერი სიღნაღის მუნიციპალიტეტის 3 სოფლის (ნუკრიანი, ზემო მაღარო და ზემო ბოდბე) წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაცია-მშენებლობის საპროექტო-სამშენებლო სამუშაოების შესყიდვა. წინადადების მიღება მთავრდება 17.11.2020;
● 2,100,532 - ლარის ტენდერი დაბა ხარაგაულის წყალარინების სისტემის პროექტირება-მშენებლობის სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვა. წინადადების მიღება მთავრდება 20.11.2020;
● 3,784,298 - ლარის ტენდერი ოზურგეთის მუნიციპალიტეტში სოფელი ნატანების სასმელი წყლის სისტემის მოწყობის სამუშაოების შესყიდვა. წინადადების მიღება მთავრდება 17.11.2020;
● 1,193,988 - ლარის ტენდერი საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ხაშმში მდებარე სათავე ნაგებობის დაახლოებით 500 მეტრიანი მონაკვეთის ნაპირდაცვის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადება და შესაბამისი სამშენებლო სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვა. წინადადების მიღება მთავრდება 12.11.2020;
● 4,441,596 - ლარის ტენდერი მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ წეროვანის წყალმომარაგების სისტემის პროექტირება-მშენებლობა. წინადადების მიღება მთავრდება 13.11.2020;
● 12,000,000 - ლარის ტენდერი საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ პატარძეულის წყალმომარაგების სისტემის საპროექტო - სამშენებლო სამუშაოების შესყიდვა. წინადადების მიღება მთავრდება 16.11.2020;
● 64,875,592 - ლარის ტენდერი თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის -15 სოფლის (მაწევანი, გოლთეთი, წინწყარო, დიდი დურნუკი, პატარა დურნუკი, ქოთიში, ხაიში, ქოსალარი, ტბისი, ფარცხისი, საღრაშენი, არდისუბანი, ენაგეთი, შავსაყდარი და ასურეთი) წყალმომარაგების სისტემის მოწყობის საპროექტო - სამშენებლო სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვა. წინადადების მიღება მთავრდება 24.11.2020;
● 25,500,000 - ლარის ტენდერი ქალაქ ზესტაფონის წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაციის პროექტირება - სამშენებლო სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვა. წინადადების მიღება მთავრდება 10.11.2020;
● 27,783,568 - ლარის ტენდერი თელავის წყლის სისტემის რეაბილიტაცია. წინადადების მიღება მთავრდება 20.11.2020;
● 7,791,044 - ლარის ტენდერი დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელი ბულაჩაურის წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაციის პროექტირება - მშენებლობის სამუშაოების შესყიდვა. წინადადების მიღება მთავრდება 05.11.2020;
● 4,278,821 - ლარის ტენდერი კასპისა და ქარელის წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაციის საპროექტო - სამშენებლო სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვა. წინადადების მიღება მთავრდება 04.11.2020.