17.ივლისი .2020 13:21

რეგიონებს შორის სასტუმროების დატვირთულობით კახეთი ლიდერობს - TBC Capital

რეგიონებს შორის სასტუმროების დატვირთულობით კახეთი ლიდერობს - TBC Capital
views 581
უკან

„თიბისი კაპიტალის“ ყოველკვირეული მიმოხილვის მიხედვით, ივლისის მიმდინარე ჯავშნებით თბილისში სასტუმროების დატვირთულობა 4%-ია, ბათუმში - 10%, კახეთში - 22%, სხვა რეგიონებში კი - 13% (ქუთაისის, ბორჯომის და ყაზბეგის ჩათვლით).

როგორც მიმოხილვაშია აღნიშნული, დატვირთულობა შედარებით დაბალია პატარა და საშუალო სასტუმროებისთვის, თუმცა აქაც კახეთი ლიდერობს 20%-ით. 

„თიბისი კაპიტალის“ კვლევების უფროსის თორნიკე კორძაიას განმარტებით, თიბისი კაპიტალის გამოკითხვაში დღემდე 25 დიდი სასტუმრო იყო ჩართული, ახლა კი, 20 საშუალო და მცირე სასტუმრო დაემატა. 

„წინა კვირას რა მოლოდინიც გვქონდა ივლისის დატვირთულობასთან მიმართებაში, ყველგან 1-2-3 პროცნტული პუნქტით მეტი არის, თბილისის გარდა.

მცირე და საშუალო სასტუმროების დატვირთულობებშიც კახეთი ლიდერობს, რაც თბილისთან სიახლოვით არის განპირობებული. ამასთან, უნდა აღინიშნოს, რომ დიდ სასტუმროებში უფრო მაღალია დატვირთულობა, ვიდრე - მცირეში; ჩვენი გამოკვლევიდან ასე ჩანს, რომ ხალხი ფასდაკლებების, ცნობადობის და კომფორტული დასვენების მისაღებად უფრო დიდი სასტუმროებისკენ მიდის“, - აღნიშნავს თორნიკე კორძაია.

„თიბისი კაპიტალის“ მიმოხილვის მიხედვით:

• ცვლილება დატვირთულობაში: გასულ კვირასთან შედარებით, დიდი სასტუმროების დატვირთულობა გაზრდილია ბათუმის (+1პპ), კახეთის (+3პპ) და სხვა რეგიონის (+2პპ) სასტუმროებისათვის, ხოლო თბილისში შედარებით სტაბილურია;
• დატვირთულობა უქმეებზე: წინა უქმეებთან შედარებით, დატვირთულობა შემცირებულია და საშუალოდ კახეთში - 40%, სხვა რეგიონებში - 25% და ბათუმში - 16% შეადგინა; 
• ფასდაკლებები: კახეთის სასტუმროების საშუალო დღიური ფასი ივლისში დაახლოებით 45%-მდეა შემცირებული, ხოლო დანარჩენ სასტუმროებში შედარებით მცირე ფასდაკლებები ფიქსირდება. ფასდაკლება პატარა და საშუალო ზომის სასტუმროებში 10%-დან 60%-მდე მერყეობს და საშუალოდ 24%-ს შეადგენს.




მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა