08.ნოემბერი .2021 13:26

რეგიონებში ბოძები მავთულებს უჭირავს, როცა პირიქით უნდა იყოს - დეპუტატი "ენერგო-პრო ჯორჯიაზე"

რეგიონებში ბოძები მავთულებს უჭირავს, როცა პირიქით უნდა იყოს - დეპუტატი "ენერგო-პრო ჯორჯიაზე"
views 1267
უკან

"ქართული ოცნების“ დეპუტატი ბეჟან წაქაძე აცხადებს, რომ „ენერგო-პრო ჯორჯიასთან“ დაკავშირებით ძალიან ბევრი პრეტენზიაა, მათ შორის ელექტროგადამცემი ინფრასტრუქტურის მიმართულებით.

ეს განცხადება წაქაძემ პარლამენტში დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის და რეგიონული თვითმმართველობის კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე გააკეთა, სადაც ამ წუთებში მომხმარებლის ინტერესების საზოგადოებრივ დამცველ სალომე ვარდიაშვილს უსმენენ.

„რეგიონებში ყველაზე რთულად რამდენიმე პრობლემა დგას: გაზი, წყალი, დენი და გზა. სამივე მიმართულება თქვენია და მიხარია, რომ ამდენ საქმეს აკეთებთ. არის სოფლები, სადაც დენი დღეში რამდენჯერმე ითიშება და ისინი პრეტენზიებს გამოთქვამენ, რა თქმა უნდა. კარგია კონსულტაციები, როცა ადამიანებს აუხსნი რაღაცას, თუმცა ვფიქრობ, სემეკ-მა იზრუნოს, რომ ამ ადამიანებთან მეტი პასუხისმგებლობა გქონდეთ.

რაც შეეხება „ენერგოპროჯორჯიას“, ერთადერთი სტრუქტურა, სადაც ამ კომპანიაზე შეგვიძლია პრეტენზიის წაყენება, ეს არის სემეკი. ძალიან ბევრ რეგიონში არის ერთიდაიგივე პრობლემა - გაუმართავი ელექტროგადამცემი მოწყობილობები.

ფაქტობრივად, 40 წლის წინ არის გაკეთებული ის გადაცემი ხაზები. ზოგჯერ მავთულს უჭირავს ბოძები, როცა პირიქით უნდა იყოს. რა ხდება ამ მიმართულებით? ჩასახედია, გადასახედია ის ხელშეკრულება, რაც ამ კომპანიას აქვს და რა იგეგმება ამ მიმართულებით?", - მიმართა ვარდიაშვილს წაქაძემ.

გარდა ამისა, დეპუტატის თქმით, სერიოზული პრობლემა დგას წყალმომარაგებისა და ბუნებრივი აირის მიწოდებასთან დაკავშირებით.

თავის მხრივ, სალომე ვარდიაშვილმა განაცხადა, რომ ბეჟან წაქაძის განცხადებები შესაძლოა, რეკომენდაციებად ჩაითვალოს.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა