მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რეგიონებში ბუნებრივი გაზის ტარიფი უმნიშვნელოდ შემცირდა

5e09c4cfa19dc
დავით ჯალაღონია
30.12.19 13:34
1149
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ "სოკარ ჯორჯია გაზისა" და "საქორგგაზისთვის" ახალი ტარიფები დაადგინა, რომელიც 2020 წელს შევა ძალაში.

კერძოდ, „სოკარ ჯორჯია გაზის“ აბონენტებისთვის 1მ3 ბუნებრივი გაზი 56.928 თეთრი ეღირება, რაც მოქმედ ტარიფზე 0.001 თეთრით ნაკლებია, „საქორგგაზის“ სალიცენზიო არეალში კი 1მ3 ბუნებრივი გაზის ფასი 56.990 თეთრი იქნება – მოქმედ ფასზე 0.009 თეთრით ნაკლები.

როგორც სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს სემეკ–ის თავმჯდომარემ დავით ნარმანიამ განუცხადა, დღეს დადგენილი ტარიფი 6 თვის განმავლობაში იქნება ძალაში, რადგან ამ ეტაპზე საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის, „სოკარის“ მიერ განხორციელებული ინვესტიციების ასახვა–დადასტურებასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები მიმდინარეობს, რომლის დასრულების შემდეგ, ეს დროებითი ტარიფი 3 წლის განმავლობაში აღარ შეიცვლება.