მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რეგიონებში გაზის ახალი ტარიფი ძალაში 2020 წლის 1 ივლისამდე იქნება – სემეკის განმარტება

5e0a09b312617
BM.GE
30.12.19 18:45
17739
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) გადაწყვეტილებით, სამომხმარებლო ტარიფები პრაქტიკულად, უცვლელი დარჩა შპს "სოკარ ჯორჯია გაზისა" და სს "საქორგგაზის" აბონენტებისთვის.

შპს "სოკარ ჯორჯია გაზის" ახალი სამომხმარებლო ტარიფი დღგ-ს ჩათვლით შეადგენს 56. 928 თეთრ/მ3-ს. (2019 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით მოქმედი ტარიფი შეადგენს 56.929 თეთრ/მ3-ს).

სს "საქორგგაზის" ახალი სამომხმარებლო ტარიფი, დღგ-ს ჩათვლით შეადგენს 56.990 თეთრ/მ3-ს. (2019 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით მოქმედი ტარიფი შეადგენს 56.999 თეთრ/მ3-ს).

ახალი სამომხმარებლო ტარიფები ძალაში შევა 2020 წლის 1 იანვარს და იმოქმედებს 2020 წლის 1 ივლისამდე.

"ახალი კანონმდებლობის საფუძველზე დროებითი ტარიფის დადგენა განპირობებულია იმით, რომ მიმდინარეობს მოლაპარაკებები საქართველოს მთავრობასა და შპს "სოკარ ჯორჯია გაზსა" და სს "საქორგგაზს" შორის, მათ მიერ განხორციელებული ინვესტიციების განაწილების ტარიფში ასახვის პირობებთან დაკავშირებით. მოლაპარაკებების დასრულებისთანავე, კომისია იმსჯელებს კომპანიებისთვის გრძელვადიანი ტარიფების დადგენაზე.

საქართველოს მთავრობის მიერ შემუშავებული მექანიზმების გათვალისწინებით, გრძელვადიანი საბოლოო სამომხმარებლო ტარიფის შენარჩუნება არსებული განაკვეთის ოდენობით შესაძლებელი იქნება ე.წ. "სოციალური გაზის" შესასყიდი ფასის შემცირებით", – ნათქვამია სემეკ–ის განცხადებაში.