მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„რეგიონებში სასტუმრო შემოსავლების არა აღდგენა, არამედ ძალიან მაღალი ზრდა გვაქვს“ - G&T

632d8ff733582
ვიქტორია მღებრიშვილი
23.09.22 16:06
635
სასტუმროების შემოსავლები რეგიონებში უფრო სწრაფად აღდგა, ვიდრე თბილისში, რაც შიდა ტურიზმის დამსახურებაა. ამის შესახებ „გალტ & თაგარტის“ მიერ გამოქვეყნებულ ტურიზმის სექტორის მიმოხილვაშია აღნიშნული.

კვლევის შედეგებიდან ჩანს, რომ პოსტერმინალით გადახდები თბილისის სასტუმროებში ეტაპობრივი აღდგენის გზაზეა, ხოლო ბათუმში გადახდები პანდემიამდელ დონეს აჭარბებს. კახეთის სასტუმროებში კი "საქართველოს ბანკის" პოსტერმინალით გადახდები პანდემიამდელ დონეს აჭარბებს, ხოლო მცხეთა-მთიანეთში თანდათანობით აღდგენის გზაზეა.

„გალტ & თაგარტის“ უფროსი ანალიტიკოს კახა სამყურაშვილის თქმით, აჭარასა და კახეთში სასტუმროების შემოსავლები არათუ პანდემიამდელ პერიოდთან შედარებით აღდგა, არამედ მაღალი ტემპით იზრდება. საკითხზე მან გადაცემა „ანალიტიკაში“ ისაუბრა.

„შიდა ტურიზმმა რეგიონების სასტუმროები მთელი პანდემიის განმავლობაში დაიცვა. ყველაზე რთული ეს პერიოდი თბილისის სასტუმროებისთვის იყო, რადგან თბილისის შემთხვევაში შიდა ტურიზმი ქვეყანაში არ არის. ანუ რეგიონიდან თბილისში სასტუმროს ოთახს არავინ ქირაობს. ადგილობრივების წვლილი თბილისის ბაზარზე მხოლოდ საკვებისა და სასმელის სექციაშია, რის ფუფუნებაც მხოლოდ მსხვილი სასტუმროების ნაწილს აქვს. ისინი რაღაც აკომპენსირებდნენ, დანარჩენებს კი ძალიან გაუჭირდათ.

რეგიონებში მდგომარეობა იმის გამო შემსუბუქდა, რომ შიდა ტურისტების დანახარჯები ერთი-ორად გაიზარდა, როდესაც პანდემია დაიწყო და ჩვენ ქვეყნის საზღვრის გარეთ ვეღარ მივდიოდით. საზღვრების გახსნის შემდეგ შიდა ტურიზმის ფარგლებში რეგიონებში დანახარჯების დინამიკა შენარჩუნდა. ამან კი აჭარის და კახეთის რეგიონებში სასტუმრო შემოსავლების არა აღდგენა, არამედ ძალიან მაღალი ზრდა განაპირობა“, - განაცხადა სამყურაშვილმა.