21.აგვისტო .2020 20:30

რეგიონებში სასტუმროების დატვირთვა გაიზარდა - TBC Capital

views 432
უკან

რეგიონებში სასტუმროების დატვირთვა გაიზარდა, უნაღდო დანახარჯები შემცირდა - ამის შესახებ „თიბისი კაპიტალის“ ყოველკვირეულ მიმოხილვაშია აღნიშნული, რომლის მიხედვით:

მიმდინარე ჯავშნები: COVID-19-ის შემდგომ პერიოდში გაკეთებული აგვისტოს ჯავშნების მიხედვით მსხვილ სასტუმროებში თბილისში დატვირთულობა 6%-ია, ზღვისპირეთში 15%, კახეთში 32% და სხვა დანარჩენ რეგიონებში 22% (ქუთაისის, ბორჯომის და ყაზბეგის ჩათვლით);

ცვლილება დატვირთულობაში დიდ სასტუმროებში: გასულ კვირასთან შედარებით, დიდი სასტუმროების დატვირთულობა აგვისტოში ზღვისპირეთის (+2 პპ), კახეთის (+4 პპ) და სხვა რეგიონის (+1 პპ) სასტუმროებისთვის გაზრდილია, ხოლო თბილისის (-3 პპ) სასტუმროებისთვის ძირითადად პრე-COVID ჯავშნების გაუქმების გამო შემცირებულია;

უქმეების დატვირთულობა: გასულ კვირასთან შედარებით მსხვილ სასტუმროებში დატვირთულობა კახეთის და სხვა რეგიონების სასტუმროებისთვის (54% და 41%, შესაბამისად) შემცირებულია, ხოლო ზღვისპირეთის სასტუმროებისთვის უცვლელი დარჩა (24%);

ფასდაკლებები: დიდი სასტუმროების საშუალო დღიური ფასები აგვისტოში მეტწილად 30-50%-ით არის შემცირებული
ამასთან აღსანიშნავია, რომ მიმოხილვის მიხედვით, მიმდინარე კვირაში სასტუმროებში უნაღდო ხარჯვა წინა კვირასთან შედარებით შემცირებულია და წინა წლის აგვისტოს მესამე კვირასთან შედარებით -71% შეადგინა
მცირედით შემცირდა ასევე უნაღდო დანახარჯები რესტორნებში, რამაც აგვისტოს მესამე კვირაში -29% შეადგინა.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა