მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რეგიონებში სკოლების რეაბილიტაციის პროექტები წელსაც 40 მილიონი ლარით დაფინანსდება

5e58fa1395f5b
BM.GE
28.02.20 15:30
1637
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო, ქვეყნის მასშტაბით, განათლების ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაციას განაგრძობს. გასულ წელს, რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის მეშვეობით, 640 სკოლისათვის 40 მილიონი ლარით დაფინანსდა 733 პროექტი: 329 სკოლაში მოეწყო სველი წერტილები, გადაიხურა 94 სკოლა, 62 სკოლაში დამონტაჟდა გათბობის სისტემა, შეიცვალა 74 სკოლის კარ-ფანჯარა, მოეწყო 77 სკოლის ოთახები და დერეფნები, გარემონტდა 59 სკოლის სპორტ-დარბაზი, 38 სკოლაში მოწესრიგდა ელექტრო-სისტემები.

ამ მიმართულებით, წელსაც 40 მილიონი ლარია გამოყოფილი და ამ ეტაპზე, განსახორციელებელი პროექტების გეგმა-გრაფიკზე მიმდინარეობს მუშაობა.

სრულად, გასულ წელს, განათლების ინფრასტრუქტურის პროექტები, 260 მილიონი ლარით დაფინანსდა. დაწყებულია 59 სკოლის პროექტირება-მშენებლობა და მიმდინარეობს 80 სარეაბილიტაციო სკოლის პროექტირება. ასევე, 20 სკოლაში გრძელდება მუშაობა ენერგო-ეფექტურობის კომპონენტის გაძლიერების მიზნით.

2019 წელს დაიწყო საერთაშორისო სტანდარტების მცირე ზომის 32 საბავშვო ბაღის მშენებლობა და მიმდინარეობს ტიპიური პროექტების შემუშვება საშუალო და დიდი ზომის 24 ბაღისთვის. ამ პროექტების საინვესტიციო ღირებულება დაახლოებით 50 მილიონი ლარია.