მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რეგიონებში ვაქცინაციისთვის მობილური ჯგუფები გაიგზავნება

615c0a15c8b4f
ინგა მურუსიძე
05.10.21 12:21
494
რეგიონებში ვაქცინაციისთვის მობილური ჯგუფები გაიგზავნება, - ამის შესახებ უწყებათშორის საბჭოსთან არსებული შტაბის ხელმძღვანელმა გიორგი ღიბრაძემ სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მისივე თქმით, "ლოკაციები ხალხმრავლობის მიხედვით აირჩევა".

„სხვადასხვა რეგიონების სხვადასხვა პუნქტში გაიგზავნება მობილური ჯგუფები, რათა აცრის მსურველ მოქალაქეებს სერვისი ადგილზე მიეწოდოს.

კონკრეტული ლოკაციები შეირჩევა მაქსიმალური ხელმისაწვდომობის მიზნით და შერჩევა მოხდება უფრო დიდი დასახლებების მიხედვით.

უწყებების მხრიდან კვლავ გაგრძელდება დადგენილი რეგულაციების მკაცრი კონტროლი. საკოორდინაციო საბჭო მოქალაქეებს მოუწოდებს ატარონ პირბადე, დაიცვან დისტანცია და ჩაერთონ ვაქცინაციის პროცესში“, - განაცხადა ღიბრაძემ.