26.აპრილი.2016 17:17
საზოგადოება

რეგიონებში ხორბლის ჯიშთა გამოცდა მიმდინარეობს

რეგიონებში ხორბლის ჯიშთა გამოცდა მიმდინარეობს
სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი ძველი ქართული ხორბლის ჯიშთგანახლებასა და ელიტური თესლის წარმოებას ახორციელებს. მარცვლოვანი კულტურების კვლევის სამსახურის თანამშრომელთა მიერ, ხუთი რეგიონის (ქართლი, კახეთი, იმერეთი, რაჭა, სამცხე-ჯავახეთი) 11 მუნიციპალიტეტის (ამბროლაური, ახალქალაქი, ახალციხე, ადიგენი, ახმეტა, თელავი, დედოფლისწყარო, მცხეთა, სამტრედია, საგარეჯო, ხაშური) საცდელი ბაზის 27 ჰა ფართობზე განთავსებულია თავთავიანი კულტურების სელექციური ცდები.

"რადგან, საქართველო ხასიათდება ნიადაგურ-კლიმატური პირობების მრავალფეროვნებით, თითოეული ზონისთვის უნდა შეირჩეს ადგილობრივ პირობებთან ადაპტირებული კულტურა და ჯიში და დადგინდეს მათი აგროსამრეწველო სისტემაში მოყვანის მიზანშეწონილობა.
 
სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის მიერ ელიტური სათესლე მასალის მიღების მიზნით, დათესილია საწარმოო (ვარძია, საული 9, ლომთაგორა-123, ტანია), ისტორიული ქართული (ახალციხის წითელი დოლი, თეთრი დიკა, შავფხა) და ჭვავის ჯიშების პირველადი მეთესლეობის სანერგეები", - განმარტავენ სოფლის მეურნეობის სამინისტროში.

საერთაშორისო ორგანიზაციებთან (CIMMYT­ICARDA) თანამშრომლობით ინტროდუქცირებული და საერთაშორისო სანერგეებიდან გამორჩეული პერსპექტიული ფორმებით ხდება საწარმოო ჯიშების მაღალპროდუქტიული, დაავადებებისადმი გამძლე და გარემო სტრესების ამტანი ახალი ჯიშებით ჩანაცვლება (ჯიშთმონაცვლეობა). დღეისათვის საქართველოში დარეგისტრირებულია სანერგეებიდან გამორჩეული მაღალმოსავლიანი და ხარისხიანი რბილი ხორბლის 5 ჯიში, რომელიც გავრცელებულია საქართველოს ხორბლის მთესველ ყველა რეგიონში.

აღსანიშნავია, რომ საქართველო მსოფლიოში ხორბლის წარმოშობის პირველად კერადაა აღიარებული და 27 სახეობიდან ჩვენთან აღწერილია 14, მათგან 5 ენდემურია.

21.აპრილი.2019 00:03
40

26 აპრილამდე საქართველოში უმეტესად ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი

ვრცლად
20.აპრილი.2019 14:44
70

გუდაური-კობის მონაკვეთზე მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა

ვრცლად
20.აპრილი.2019 10:57
158

პროკურატურამ გამარტივებულ შესყიდვაში თანხის მითვისებისთვის 6 პირი დააკავა

ვრცლად
19.აპრილი.2019 22:45
244

ლაშა ჟვანია პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის თანამდებობას ტოვებს

ვრცლად
19.აპრილი.2019 20:00
218

"ნატახტარი": ბოლო წლებში ლუდის ბაზარი აღარ იზრდება

ვრცლად
19.აპრილი.2019 19:25
296

ანზორ მელია აკაკი ზოიძეს მიმართავს: ვთხოვ, მარტო პარლამენტში არ იჯდეს

ვრცლად