28.აპრილი .2020 16:33

რეგიონიდან კაპიტალის გადინება ბევრად დიდია, ვიდრე 2008 წლის კრიზისის დროს იყო - კობა გვენეტაძე

views 1020
უკან

კავკასიის და ცენტრალური აზიის რეგიონიდან კაპიტალის გადინება ბევრად უფრო დიდი მასშტაბისაა, ვიდრე 2008 წლის ფინანსური კრიზისის დროს იყო - აღნიშნულის შესახებ განცხადება საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, კობა გვენეტაძემ საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ ორგანიზებულ ვიდეოკონგფერენციაზე გააკეთა. კობა გვენეტაძე აღნიშნავს, რომ საქართველოს მიერ დაგროვებული სავალუტო რეზერვები ამგვარი კრიზისის დროს, განსაკუთრებულ მნიშვნელობას ატარებს.

კობა გვენეტაძე რეგიონის ეკონომიკებიდან კაპიტალის გადინების შესახებ:

“ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, საქართველოს ეროვნული ბანკი საერთაშორისო რეზერვების გასაზრდელად დგამდა ნაბიჯებს. რეზერვები სწორედ ამგვარ ვითარებაში გამოყენებისთვის არის მნიშვნელოვანი. ზოგჯერ, რეზერვების ზრდის გამო, ეროვნული ბანკი კრიტიკის სამიზნეც გამხდარა, თუმცა, ჩვენ დარწმუნებულები ვიყავით, რომ ეს რეზერვები უნდა გაგვეზარდა. როგორც ბატონმა ჯიჰადმაც აღნიშნა, CCA რეგიონის ქვეყნებმა, ისევე როგორც მსოფლიოს სხვა ქვეყნებმა იხილეს კაპიტალის გადინება და ეს გადინება არის ბევრად დიდი ვიდრე ჩვენ 2008 წლის ფინანსური კრიზისის დროს განვიცადეთ.

თუმცა, დაგროვილი საერთაშორისო რეზერვები გვაძლევს საშუალებას, პერიოდულად მოვახდინოთ სავალუტო ინტერვენციები და ამ გზით შევამციროთ როგორც ფინანსური სტაბილურობის, ასევე ფასების სტაბილურობის მიმართ არსებული რისკები,”- ამბობს კობა გვენეტაძე.

საერთაშორისო სავალუტო ფონდის შეფასებით, გლობალურად განვითარებადი ქვეყნებიდან კაპიტალის გადინება 90 მილიარდ დოლარს აჭარბებს.

კავკასიისა და ცენტრალური აზიის ეკონომიკური მიმოხილვა:



მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა