14.თებერვალი .2021 16:22

რეგიონის რომელ ქვეყანას გაეზარდა და ვის შეუმცირდა საკრედიტო რეიტინგი

რეგიონის რომელ ქვეყანას გაეზარდა და ვის შეუმცირდა საკრედიტო რეიტინგი
views 638
უკან

საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო Fitch-მა საქართველოს ეკონომიკის განახლებული შეფასება გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითად, 6.1%-იანი რეცესიის მიუხედავად, ქვეყნის სუვერენული რეიტინგი არ შემცირდა და ის კვლავ “BB” -ის შეადგენს. რეიტინგის მოლოდინი კი “ნეგატიურია”. ორგანიზაციის შეფასებით, 2021 წელს საქართველოს ეკონომიკა 4.3%-ით გაიზრდება, 2022 წელს კი 5.8%-ით. ჯერჯერობით სხვა სარეიტინგო სააგენტოებს - S&P-ისა და Moody’s-ს საქართველოს ეკონომიკის შეფასება არ განუახლებიათ. რეგიონის ქვეყნებიდან რამდენიმეს კი ეკონომნიკური კრიზისის ფონზე რეიტინგი შეუმცირდა, ცალკეულ ქვეყნებს კი ის გაეზარდათ კიდეც.

რეგიონის ქვეყნების საკრედიტო რეიტინგები:

თურქეთი - რეიტინგის შემცირება:

2020 წლის სექტემბერში Moody's-მა თურქეთის სუვერენული საკრედიტო რეიტინგი ერთი საფეხურით “B2” შეამცირა, ხოლო რეიტინგის მოლოდინი “ნეგატიურით” შეცვალა;

2020 წელს Fitch-ს რეიტინგი “BB-” არ შეუცვლია, შეცვალა რეიტინგის მოლოდინი "სტაბილური" “ნეგატიურით”;

S&P-ის კი თურქეთის რეიტინგი არ განუახლებია.

აზერბაიჯანი - რეიტინგი უცვლელია:

2021 წლის იანვარში S&P-იმ აზერბაიჯანის საკრედიტო რეიტინგის მოლოდინი “ნეგატიური” შეცვალა “სტაბილურით”, რეიტინგი “BB+” არის უცვლელი;
2020 წელს Fitch-ს რეიტინგი “BB+” არ შეუცვლია, შეცვალა რეიტინგის მოლოდინი “ნეგატიურით”;
Moody’s-ს კი აზერბაიჯანის რეიტინგი არ განუახლებია.

სომხეთი - რეიტინგის შემცირება:

2020 წლის ოქტომბერში Fitch-მა სომხეთის საკრედიტო რეიტინგი ერთი საფეხურით “B+” მდე შეამცირა.

S&P-ის და Moody’s სომხეთის ეკონომიკის შეფასება არ განუახლებიათ.

უკრაინა - რეიტინგის გაუმჯობესება:

2020 წლის ივნისში Moody's-ისმა ერთი საფეხურით გააუმჯობესა უკრაინის შეფასება და “Caa1” შეცვალა “B3” -ით, რეიტინგის მოლოდინი “სტაბილური”;
2020 წლის აპრილში Fitch-მა რეიტინგის მოლოდინი “პოზიტიური” შეცვალა “სტაბილურით”, რეიტინგი “B” უცვლელია.

S&P-ის საკუთარი შეფასება არ განუახლებია.

რუსეთი - რეიტინგის განახლება არ მომხდარა

არც 2020-ში და არც 2021-ში რუსეთის საკრედიტო რეიტინგის განახლება არ მომხდარა, 2019 წელს დადგენილი რეიტინგები კი ასეთია:

Fitch-ის შეფასებით ქვეყნის რეიტინგი არის BBB, რეიტინგის მოლოდინი კი სტაბილური.

Moody's-ის შეფასებით ქვეყნის რეიტინგი არის Baa3, რეიტინგის მოლოდინი კი სტაბილური;

S&P-ის შეფასებით ქვეყნის რეიტინგი არის BBB-, რეიტინგის მოლოდინი კი სტაბილური. 


მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა