07.ოქტომბერი .2020 19:58

რეგიონის რომელ ქვეყანაში იზრდება COVID-19-ის შემთხვევები ყველაზე სწრაფად - სტატისტიკა

views 422
უკან

დღევანდელი მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 508 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, შედეგად ინფიცირების ჯამური რაოდენობა 9753-მდე გაიზარდა.  ამ დროისთვის COVID-19-ისგან 5235 ადამიანი არის გამოჯანმრთელებული. დღესვე გარდაცვლილთა რაოდენობა 63-მდე გაიზარდა. ამ ეტაპზე კარანტინში იმყოფება 5824 ადამიანი, ხოლო სტაციონარში, მეთვალყურეობის ქვეშ - 836 პირი. კოვიდ ფორმატის სასტუმროში კი 1310 პაციენტი მკურნალობს.

რაც შეეხება რეგიონის ქვეყნებს, მათში COVID-19-ის სტატისტიკა ამგვარია:

● რუსეთი - ახალი შემთხვევები +11,115; ინფიცირების ჯამური შემთხვევები 1,248,619. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა - 995,275. გარდაცვლილთა რაოდენობა 21,865 ადამიანი, გარდაცვლილთა რაოდენობა ბოლო 24 საათში 202 ადამიანი;
● უკრაინა - ახალი შემთხვევები +4,753; ინფიცირების ჯამური შემთხვევები 239,337, გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა - 105,970. გარდაცვლილთა რაოდენობა 4,597 ადამიანი, გარდაცვლილთა რაოდენობა ბოლო 24 საათში 77 ადამიანი;
● თურქეთი - ახალი შემთხვევები +1,511; ინფიცირების ჯამური შემთხვევები 327,557, გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა - 287,599. გარდაცვლილთა რაოდენობა 8,553 ადამიანი, გარდაცვლილთა რაოდენობა ბოლო 24 საათში 55 ადამიანი;
● სომხეთი - ახალი შემთხვევები +672; ინფიცირების ჯამური შემთხვევები 53,755, გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა - 45,110. გარდაცვლილთა რაოდენობა 995 ადამიანი, გარდაცვლილთა რაოდენობა ბოლო 24 საათში 5 ადამიანი;
● აზერბაიჯანი - ახალი შემთხვევები +182;ინფიცირების ჯამური შემთხვევები 41,113, გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა - 38,858. გარდაცვლილთა რაოდენობა 602 ადამიანი, გარდაცვლილთა რაოდენობა ბოლო 24 საათში 2 ადამიანი.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა