25.ოქტომბერი .2020 20:00

რეგიონის რომელ ქვეყანაში იზრდება COVID-19-ის შემთხვევები ყველაზე სწრაფად - სტატისტიკა

რეგიონის რომელ ქვეყანაში იზრდება COVID-19-ის შემთხვევები ყველაზე სწრაფად - სტატისტიკა
views 335
უკან

დღევანდელი მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 1928 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, შედეგად ინფიცირების ჯამური რაოდენობა 28431-მდე გაიზარდა.  ამ დროისთვის COVID-19-ისგან 10767 ადამიანი არის გამოჯანმრთელებული. დღესვე გარდაცვლილთა რაოდენობა 201-მდე გაიზარდა. ამ ეტაპზე კარანტინში იმყოფება 4112 ადამიანი, ხოლო სტაციონარში, მეთვალყურეობის ქვეშ - 3766 პირი. კოვიდ ფორმატის სასტუმროში კი 2268 პაციენტი მკურნალობს.

რაც შეეხება რეგიონის ქვეყნებს, მათში COVID-19-ის სტატისტიკა ამგვარია:

● რუსეთი - ახალი შემთხვევები +16,710; ინფიცირების ჯამური შემთხვევები 1,513,877. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა - 1,138,522. გარდაცვლილთა რაოდენობა 26,050 ადამიანი, გარდაცვლილთა რაოდენობა ბოლო 24 საათში 229 ადამიანი;
● უკრაინა - ახალი შემთხვევები +6,088; ინფიცირების ჯამური შემთხვევები 343,498, გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა - 141,508. გარდაცვლილთა რაოდენობა 6,391, ადამიანი, გარდაცვლილთა რაოდენობა ბოლო 24 საათში 102 ადამიანი;
● თურქეთი - ახალი შემთხვევები +2,091; ინფიცირების ჯამური შემთხვევები 359,784, გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა - 313,093. გარდაცვლილთა რაოდენობა 9,727 ადამიანი, გარდაცვლილთა რაოდენობა ბოლო 24 საათში 71 ადამიანი;
● სომხეთი - ახალი შემთხვევები +2,314; ინფიცირების ჯამური შემთხვევები 77,837, გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა - 50,908. გარდაცვლილთა რაოდენობა 1,180 ადამიანი, გარდაცვლილთა რაოდენობა ბოლო 24 საათში 23 ადამიანი;
● აზერბაიჯანი - ახალი შემთხვევები +946;ინფიცირების ჯამური შემთხვევები 49,959, გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა - 41,279. გარდაცვლილთა რაოდენობა 671 ადამიანი, გარდაცვლილთა რაოდენობა ბოლო 24 საათში 7 ადამიანი.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა