მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რეგიონის რომელ ქვეყანაში იზრდება COVID-19-ის შემთხვევები ყველაზე სწრაფად - სტატისტიკა

5f9ae7359a954
BM.GE
29.10.20 19:48
795
დღევანდელი მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 1709 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, შედეგად ინფიცირების ჯამური რაოდენობა 35567-მდე გაიზარდა.  ამ დროისთვის COVID-19-ისგან 16904 ადამიანი არის გამოჯანმრთელებული. დღესვე გარდაცვლილთა რაოდენობა 273-მდე გაიზარდა. ამ ეტაპზე კარანტინში იმყოფება 2346 ადამიანი, ხოლო სტაციონარში, მეთვალყურეობის ქვეშ - 4209 პირი. კოვიდ ფორმატის სასტუმროში კი 2238 პაციენტი მკურნალობს.

რაც შეეხება რეგიონის ქვეყნებს, მათში COVID-19-ის სტატისტიკა ამგვარია:

● რუსეთი - ახალი შემთხვევები +17,717; ინფიცირების ჯამური შემთხვევები 1,581,693. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა - 1,186,041. გარდაცვლილთა რაოდენობა 27,301 ადამიანი, გარდაცვლილთა რაოდენობა ბოლო 24 საათში 366 ადამიანი;
● უკრაინა - ახალი შემთხვევები +7,342; ინფიცირების ჯამური შემთხვევები 370,417, გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა - 151,632. გარდაცვლილთა რაოდენობა 6,868, ადამიანი, გარდაცვლილთა რაოდენობა ბოლო 24 საათში 113 ადამიანი;
● თურქეთი - ახალი შემთხვევები +2,305; ინფიცირების ჯამური შემთხვევები 368,513, გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა - 319,181. გარდაცვლილთა რაოდენობა 10,027 ადამიანი, გარდაცვლილთა რაოდენობა ბოლო 24 საათში 77 ადამიანი;
● სომხეთი - ახალი შემთხვევები +2,383; ინფიცირების ჯამური შემთხვევები 85,034, გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა - 53,257. გარდაცვლილთა რაოდენობა 1,272 ადამიანი, გარდაცვლილთა რაოდენობა ბოლო 24 საათში 29 ადამიანი;
● აზერბაიჯანი - ახალი შემთხვევები +1,015; ინფიცირების ჯამური შემთხვევები 53,152, გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა - 42,516. გარდაცვლილთა რაოდენობა 708 ადამიანი, გარდაცვლილთა რაოდენობა ბოლო 24 საათში 9 ადამიანი.