მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რეგიონის რომელ ქვეყანაში იზრდება COVID-19-ის შემთხვევები ყველაზე სწრაფად - სტატისტიკა

5fac0d22a87d2
BM.GE
11.11.20 20:01
531
დღევანდელი მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 2911 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, შედეგად ინფიცირების ჯამური რაოდენობა 66561-მდე გაიზარდა.  ამ დროისთვის COVID-19-ისგან 49811 ადამიანი არის გამოჯანმრთელებული. დღესვე გარდაცვლილთა რაოდენობა 566-მდე გაიზარდა. ამ ეტაპზე კარანტინში იმყოფება 2656 ადამიანი, ხოლო სტაციონარში, მეთვალყურეობის ქვეშ - 4878 პირი. კოვიდ ფორმატის სასტუმროში კი 3181 პაციენტი მკურნალობს.

რაც შეეხება რეგიონის ქვეყნებს, მათში COVID-19-ის სტატისტიკა ამგვარია:

● რუსეთი - ახალი შემთხვევები +19,851; ინფიცირების ჯამური შემთხვევები 1,836,960. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა - 1,369,357. გარდაცვლილთა რაოდენობა 31,593 ადამიანი, გარდაცვლილთა რაოდენობა ბოლო 24 საათში 432 ადამიანი;
● უკრაინა - ახალი შემთხვევები +10,611; ინფიცირების ჯამური შემთხვევები 489,808, გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა - 221,459. გარდაცვლილთა რაოდენობა 8,947, ადამიანი, გარდაცვლილთა რაოდენობა ბოლო 24 საათში 191 ადამიანი;
● თურქეთი - ახალი შემთხვევები +2,529; ინფიცირების ჯამური შემთხვევები 399,360, გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა - 342,501. გარდაცვლილთა რაოდენობა 11,059 ადამიანი, გარდაცვლილთა რაოდენობა ბოლო 24 საათში 87 ადამიანი;
● სომხეთი - ახალი შემთხვევები +1,861; ინფიცირების ჯამური შემთხვევები 110,548, გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა - 68,336. გარდაცვლილთა რაოდენობა 1,609 ადამიანი, გარდაცვლილთა რაოდენობა ბოლო 24 საათში 27 ადამიანი;
● აზერბაიჯანი - ახალი შემთხვევები +1,202; ინფიცირების ჯამური შემთხვევები 68,594, გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა - 51,007. გარდაცვლილთა რაოდენობა 885 ადამიანი, გარდაცვლილთა რაოდენობა ბოლო 24 საათში 18 ადამიანი.