მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რეგიონის რომელ ქვეყანაში იზრდება COVID-19-ის შემთხვევები ყველაზე სწრაფად - სტატისტიკა

5fad5f71cb66b
BM.GE
12.11.20 20:03
540
დღევანდელი მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 3120 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, შედეგად ინფიცირების ჯამური რაოდენობა 69681-მდე გაიზარდა.  ამ დროისთვის COVID-19-ისგან 52169 ადამიანი არის გამოჯანმრთელებული. დღესვე გარდაცვლილთა რაოდენობა 599-მდე გაიზარდა. ამ ეტაპზე კარანტინში იმყოფება 2506 ადამიანი, ხოლო სტაციონარში, მეთვალყურეობის ქვეშ - 4918 პირი. კოვიდ ფორმატის სასტუმროში კი 3311 პაციენტი მკურნალობს.

რაც შეეხება რეგიონის ქვეყნებს, მათში COVID-19-ის სტატისტიკა ამგვარია:

● რუსეთი - ახალი შემთხვევები +21,608; ინფიცირების ჯამური შემთხვევები 1,858,568. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა - 1,388,168. გარდაცვლილთა რაოდენობა 32,032 ადამიანი, გარდაცვლილთა რაოდენობა ბოლო 24 საათში 439 ადამიანი;
● უკრაინა - ახალი შემთხვევები +11,057; ინფიცირების ჯამური შემთხვევები 500,865, გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა - 227,694. გარდაცვლილთა რაოდენობა 9,145, ადამიანი, გარდაცვლილთა რაოდენობა ბოლო 24 საათში 198 ადამიანი;
● თურქეთი - ახალი შემთხვევები +2,529; ინფიცირების ჯამური შემთხვევები 402,053, გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა - 344,613. გარდაცვლილთა რაოდენობა 11,145 ადამიანი, გარდაცვლილთა რაოდენობა ბოლო 24 საათში 87 ადამიანი;
● სომხეთი - ახალი შემთხვევები +2,132; ინფიცირების ჯამური შემთხვევები 112,680, გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა - 70,130. გარდაცვლილთა რაოდენობა 1,668 ადამიანი, გარდაცვლილთა რაოდენობა ბოლო 24 საათში 32 ადამიანი;
● აზერბაიჯანი - ახალი შემთხვევები +1,622; ინფიცირების ჯამური შემთხვევები 70,216, გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა - 51,007. გარდაცვლილთა რაოდენობა 905 ადამიანი, გარდაცვლილთა რაოდენობა ბოლო 24 საათში 60 ადამიანი.