მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რეგიონის რომელ ქვეყანაში იზრდება COVID-19-ის შემთხვევები ყველაზე სწრაფად - სტატისტიკა

5fb2aa0f39e05
BM.GE
16.11.20 20:27
655
დღევანდელი მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 3157 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, შედეგად ინფიცირების ჯამური რაოდენობა 82835-მდე გაიზარდა.  ამ დროისთვის COVID-19-ისგან 65291 ადამიანი არის გამოჯანმრთელებული. დღესვე გარდაცვლილთა რაოდენობა 733-მდე გაიზარდა. ამ ეტაპზე კარანტინში იმყოფება 2735 ადამიანი, ხოლო სტაციონარში, მეთვალყურეობის ქვეშ - 5658 პირი. კოვიდ ფორმატის სასტუმროში კი 3315 პაციენტი მკურნალობს.

რაც შეეხება რეგიონის ქვეყნებს, მათში COVID-19-ის სტატისტიკა ამგვარია:

● რუსეთი - ახალი შემთხვევები +22,778; ინფიცირების ჯამური შემთხვევები 1,948,603. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა - 1,453,849. გარდაცვლილთა რაოდენობა 33,489 ადამიანი, გარდაცვლილთა რაოდენობა ბოლო 24 საათში 303 ადამიანი;
● უკრაინა - ახალი შემთხვევები +9,832; ინფიცირების ჯამური შემთხვევები 545,689, გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა - 244,197. გარდაცვლილთა რაოდენობა 9,697, ადამიანი, გარდაცვლილთა რაოდენობა ბოლო 24 საათში 94 ადამიანი;
● თურქეთი - ახალი შემთხვევები +3,116; ინფიცირების ჯამური შემთხვევები 417,594, გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა - 356,375. გარდაცვლილთა რაოდენობა 11,601 ადამიანი, გარდაცვლილთა რაოდენობა ბოლო 24 საათში 92 ადამიანი;
● სომხეთი - ახალი შემთხვევები +549; ინფიცირების ჯამური შემთხვევები 117,886, გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა - 75,865. გარდაცვლილთა რაოდენობა 1,788 ადამიანი, გარდაცვლილთა რაოდენობა ბოლო 24 საათში 25 ადამიანი;
● აზერბაიჯანი - ახალი შემთხვევები +1,395; ინფიცირების ჯამური შემთხვევები 77,083, გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა - 55,755. გარდაცვლილთა რაოდენობა 985 ადამიანი, გარდაცვლილთა რაოდენობა ბოლო 24 საათში 18 ადამიანი.