მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რეგიონის რომელ ქვეყანაში იზრდება COVID-19-ის შემთხვევები ყველაზე სწრაფად - სტატისტიკა

600aff8712195
BM.GE
22.01.21 20:25
698
დღევანდელი მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 907 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, შედეგად ინფიცირების ჯამური რაოდენობა 251974-მდე გაიზარდა. გამოჯანმრთელებულთა ოფიციალური სტატისტიკა 238737-ს შეადგენს. დღესვე გარდაცვლილთა რაოდენობა 24-ით 3022-მდე გაიზარდა. ამ ეტაპზე კარანტინში იმყოფება 523 ადამიანი, ხოლო სტაციონარში, მეთვალყურეობის ქვეშ - 3367 პირი. კოვიდ ფორმატის სასტუმროში კი 479 პაციენტი მკურნალობს.

რაც შეეხება რეგიონის ქვეყნებს, მათში COVID-19-ის სტატისტიკა ამგვარია: 

● რუსეთი - ახალი შემთხვევები +21,513; ინფიცირების ჯამური შემთხვევები 3,677,352. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა - 3,081,536. გარდაცვლილთა რაოდენობა 68,412 ადამიანი, გარდაცვლილთა რაოდენობა ბოლო 24 საათში 580 ადამიანი;
● თურქეთი - ახალი შემთხვევები +5,967; ინფიცირების ჯამური შემთხვევები 2,418,472, გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა - 2,296,050. გარდაცვლილთა რაოდენობა 24,789 ადამიანი, გარდაცვლილთა რაოდენობა ბოლო 24 საათში 149 ადამიანი;
● უკრაინა - ახალი შემთხვევები +5,348; ინფიცირების ჯამური შემთხვევები 1,182,969, გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა - 928,969. გარდაცვლილთა რაოდენობა 21,662, ადამიანი, გარდაცვლილთა რაოდენობა ბოლო 24 საათში 163 ადამიანი;
● სომხეთი - ახალი შემთხვევები +183; ინფიცირების ჯამური შემთხვევები 165,711, გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა - 154,259. გარდაცვლილთა რაოდენობა 3,030 ადამიანი, გარდაცვლილთა რაოდენობა ბოლო 24 საათში 9 ადამიანი;
● აზერბაიჯანი - ახალი შემთხვევები +280; ინფიცირების ჯამური შემთხვევები 228,526, გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა - 219,019. გარდაცვლილთა რაოდენობა 3,064 ადამიანი, გარდაცვლილთა რაოდენობა ბოლო 24 საათში 11 ადამიანი.

წყარო - Wordlometers