23.თებერვალი .2021 20:27

რეგიონის რომელ ქვეყანაში იზრდება COVID-19-ის შემთხვევები ყველაზე სწრაფად - სტატისტიკა

რეგიონის რომელ ქვეყანაში იზრდება COVID-19-ის შემთხვევები ყველაზე სწრაფად - სტატისტიკა
views 173
უკან

დღევანდელი მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 493 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, შედეგად ინფიცირების ჯამური რაოდენობა 268995-მდე გაიზარდა. გამოჯანმრთელებულთა ოფიციალური სტატისტიკა 262796-ს შეადგენს. დღესვე გარდაცვლილთა რაოდენობა 10-ით 3457-მდე გაიზარდა. ამ ეტაპზე კარანტინში იმყოფება 285 ადამიანი, ხოლო სტაციონარში, მეთვალყურეობის ქვეშ - 1606 პირი. კოვიდ ფორმატის სასტუმროში კი 192 პაციენტი მკურნალობს.

რაც შეეხება რეგიონის ქვეყნებს, მათში COVID-19-ის სტატისტიკა ამგვარია: 

● რუსეთი - ახალი შემთხვევები +11,823; ინფიცირების ჯამური შემთხვევები 4,189,153. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა - 3,739,344. გარდაცვლილთა რაოდენობა 84,047 ადამიანი, გარდაცვლილთა რაოდენობა ბოლო 24 საათში 417 ადამიანი;
● თურქეთი - ახალი შემთხვევები +8,104; ინფიცირების ჯამური შემთხვევები 2,646,526, გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა - 2,529,450. გარდაცვლილთა რაოდენობა 28,138 ადამიანი, გარდაცვლილთა რაოდენობა ბოლო 24 საათში 78 ადამიანი;
● უკრაინა - ახალი შემთხვევები +4,182; ინფიცირების ჯამური შემთხვევები 1,311,844, გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა - 1,151,777. გარდაცვლილთა რაოდენობა 25,309, ადამიანი, გარდაცვლილთა რაოდენობა ბოლო 24 საათში 153 ადამიანი;
● სომხეთი - ახალი შემთხვევები +166; ინფიცირების ჯამური შემთხვევები 170,672, გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა - 162,329. გარდაცვლილთა რაოდენობა 3,171 ადამიანი, გარდაცვლილთა რაოდენობა ბოლო 24 საათში 4 ადამიანი;
● აზერბაიჯანი - ახალი შემთხვევები +223; ინფიცირების ჯამური შემთხვევები 233,424, გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა - 228,012. გარდაცვლილთა რაოდენობა 3,204 ადამიანი, გარდაცვლილთა რაოდენობა ბოლო 24 საათში 2 ადამიანი.

წყარო - Wordlometers

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა