მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რეგიონის რომელ ქვეყანაში იზრდება COVID-19-ის შემთხვევები ყველაზე სწრაფად - სტატისტიკა

60411365d1c8c
BM.GE
04.03.21 20:52
685
დღევანდელი მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 133 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, შედეგად ინფიცირების ჯამური რაოდენობა 271872-მდე გაიზარდა. გამოჯანმრთელებულთა ოფიციალური სტატისტიკა 266081-ს შეადგენს. დღესვე გარდაცვლილთა რაოდენობა 12-ით 3553-მდე გაიზარდა. ამ ეტაპზე კარანტინში იმყოფება 316 ადამიანი, ხოლო სტაციონარში, მეთვალყურეობის ქვეშ - 1426 პირი. კოვიდ ფორმატის სასტუმროში კი 150 პაციენტი მკურნალობს.

რაც შეეხება რეგიონის ქვეყნებს, მათში COVID-19-ის სტატისტიკა ამგვარია: 

● რუსეთი - ახალი შემთხვევები +11,385; ინფიცირების ჯამური შემთხვევები 4,290,135. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა - 3,869,857. გარდაცვლილთა რაოდენობა 87,823 ადამიანი, გარდაცვლილთა რაოდენობა ბოლო 24 საათში 475 ადამიანი;
● თურქეთი - ახალი შემთხვევები +11,520; ინფიცირების ჯამური შემთხვევები 2,734,836, გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა - 2,593,264. გარდაცვლილთა რაოდენობა 28,771 ადამიანი, გარდაცვლილთა რაოდენობა ბოლო 72 საათში 65 ადამიანი;
● უკრაინა - ახალი შემთხვევები +10,057; ინფიცირების ჯამური შემთხვევები 1,374,762, გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა - 1,186,873. გარდაცვლილთა რაოდენობა 26,591, ადამიანი, გარდაცვლილთა რაოდენობა ბოლო 24 საათში 194 ადამიანი;
● სომხეთი - ახალი შემთხვევები +491; ინფიცირების ჯამური შემთხვევები 173,307, გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა - 164,085. გარდაცვლილთა რაოდენობა 3,208 ადამიანი, გარდაცვლილთა რაოდენობა ბოლო 24 საათში 6 ადამიანი;
● აზერბაიჯანი - ახალი შემთხვევები +314; ინფიცირების ჯამური შემთხვევები 235,647, გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა - 229,267. გარდაცვლილთა რაოდენობა 3,232 ადამიანი, გარდაცვლილთა რაოდენობა ბოლო 24 საათში 2 ადამიანი.

წყარო - Wordlometers