მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რეგიონში მესამე ტალღა დაიწყო - სომხეთსა და აზერბაიჯანში დღიური ინფიცირება უკვე 1000-ს აღემატება

605b680af3ee8
BM.GE
24.03.21 20:09
1019
საქართველოს მეზობელ ქვეყნებში კორონავირუსის ეპიდემიის მესამე ტალღა დაიწყო. როგორც სომხეთში, ასევე აზერბაიჯანში ყოველდღიური ინფიცირების მაჩვენებელი 1000-ს ასცდა. საქართველოში კი დღეს ვირუსის 450 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, შედეგად ინფიცირების ჯამური რაოდენობა 278,628-მდე გაიზარდა. გამოჯანმრთელებულთა ოფიციალური სტატისტიკა 270,922 -ს შეადგენს. დღესვე საქართველოში ვირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა 8-ით 3722-მდე გაიზარდა. 

რაც შეეხება რეგიონის ქვეყნებს, მათში COVID-19-ის სტატისტიკა ამგვარია: 

● რუსეთი - ახალი შემთხვევები +8,861; ინფიცირების ჯამური შემთხვევები 4,483,471. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა - 4,098,400. გარდაცვლილთა რაოდენობა 96,219 ადამიანი, გარდაცვლილთა რაოდენობა ბოლო 24 საათში 401 ადამიანი;
● თურქეთი - ახალი შემთხვევები +26,182; ინფიცირების ჯამური შემთხვევები 3,061,520, გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა - 2,863,882. გარდაცვლილთა რაოდენობა 30,316 ადამიანი, გარდაცვლილთა რაოდენობა ბოლო 72 საათში 138 ადამიანი;
● უკრაინა - ახალი შემთხვევები +14,174; ინფიცირების ჯამური შემთხვევები 1,579,906, გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა - 1,276,272. გარდაცვლილთა რაოდენობა 30,773, ადამიანი, გარდაცვლილთა რაოდენობა ბოლო 24 საათში 342 ადამიანი;
● სომხეთი - ახალი შემთხვევები +1,164; ინფიცირების ჯამური შემთხვევები 186,184, გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა - 169,485. გარდაცვლილთა რაოდენობა 3,398 ადამიანი, გარდაცვლილთა რაოდენობა ბოლო 24 საათში 14 ადამიანი;
● აზერბაიჯანი - ახალი შემთხვევები +1,185; ინფიცირების ჯამური შემთხვევები 249,492, გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა - 233,834. გარდაცვლილთა რაოდენობა 3,404 ადამიანი, გარდაცვლილთა რაოდენობა ბოლო 24 საათში 20 ადამიანი.

წყარო - Wordlometers