მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რეგიონში პირველი „აუთლეტ სოფელი" საქართველოში გაიხსნება – ექსკლუზივი

606970f5e0900
თათია კაკიაშვილი
04.04.21 12:09
24906

2022 წლის გაზაფხულზე საქართველოში „აუთლეტ სოფელი“ გაიხსნება – ამის შესახებ გადაცემაში „Forbes კვირა“ „ჯორჯიან აუთლეტ ენდ რეზორტს გრუპის“ მმართველმა პარტნიორმა გუგა ცანავამ განაცხადა. სოფელი 10 ჰექტარის ტერიტორიაზე იქნება გაშენებული, სადაც პირველ ეტაპზე წამყვანი საერთაშორისო ბრენდების 80-მდე კომპანია შემოვა, ხოლო მოგვიანებით - დამატებით 40.

"აუთლეტ სოფელი" ლილოში, გაფორმების ეკონომიკური ზონის მიმდებარე ტერიტორიაზე გაიხსნება. მშენებლობის პროცესი 2 კვირაში დაიწყება.

„მსგავსი აუთლეტ სოფელი არც თურქეთში, არც აზერბაიჯანში და არც სომხეთში არ არის. ეს იქნება აბსოლუტურად ცალკე ინფრასტრუქტურით, 10 ჰექტარ ტერიტორიაზე გაშენებული სივრცე, რომელიც დაპროექტებულია მსოფლიოში ერთერთი ცნობილი ესპანური არქიტექტორული კომპანიის მიერ. სხვათა შორის, სწორედ მათი დაპროექტებულია „სანტიაგო ბერნაბეუს სტადიონი“, მადრიდის „ლა როგას აუთლეტი“, „ბარსელონას აუთლეტი“ და ა.შ. ჩვენი აუთლეტ სოფლის მენეჯმენტში და ლიზინგში, ბრენდებთან ურთიერთობაში ჩართულია ამერიკულ-ევროპული კონსორციუმი, ხოლო პიარის მიმართულებით - ბრიტანული კომპანია“, - განაცხადა გუგა ცანავამ.






ამ ეტაპზე სამუშაოები ორი მიმართულებით მიმდინარეობს: ორ კვირაში დაიწყება სოფლის მშენებლობა, ხოლო პარალელურად მოლაპარაკებები იმართება იმ საერთაშორისო აუთლეტ ბრენდებთან, რომლებსაც მომხმარებელი მალე ქართულ „აუთლეტ სოფელში“ იხილავს.

„პრაქტიკულად, ქალაქს ვაშენებთ, სადაც ყველა შენობას უნიკალური ფასადი ექნება. მათი 70% ქართულ სტილშია, დანარჩენი - თანამედროვე. მეორე მიმართულება არის ბრენდებთან წინასწარი გასაუბრებები, პანდემიამ სწორედ ამ ნაწილში შეგვიშალა ხელი. ბრენდების ასარჩევად გვაქვს კონკრეტული კრიტერიუმები, რომლის ქვემოთ მყოფ ძალიან ბევრ კომპანიას ჩვენგან უარი ეთქვა. ანუ ვისთან თანამშრომლობაც გვაინტერესებდა და გვინდოდა, 99%-ით უკვე შეთანხმებული ვართ. ეს კომპანიებიც შეირჩა მოსახლეობის გამოკითხვის შედეგად და, რაც მთავარია, ის საშუალო და მაღალი კლასის ბრენდი უნდა იყოს. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, გამოკითხვამ ისიც აჩვენა, რომ ჩვენი მოსახლეობის 99%-ს სურს, აუთლეტ მაღაზიებზე წვდომა საქართველოშიც ჰქონდეს“, - განაცხადა ცანავამ.



გუგა ცანავას თქმით, აუთლეტ ბიზნესი ნორმალურ და სტაბილურ ცხოვრებაში კარგი ბიზნესია, ხოლო - რთულ პერიოდებში - უკეთესი, რადგან სწორედ ასეთ დროს ხდება აუთლეტ პროდუქციის სწრაფი რეალიზაცია.