მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„რეგიონული თანამშრომლობა გადამწყვეტი მექანიზმია“ - ADB-ის პრეზიდენტის პასუხი BMG-ის

6450a43f7f43d
ელენე კვანჭილაშვილი
02.05.23 10:26
419
BMG სამხრეთ კორეაში აზიის განვითარების ბანკის 56-ე ყოველწლიურ შეხვედრას ადგილზე აშუქებს. პანდემიის შემდეგ, ეს პირველი შეხვედრაა, რომელიც ფიზიკურ სივრცეში იმართება. ყოველწლიური შეხვედრა ADB-ის პრეზიდენტის მასაცუგუ ასაკავას პრესკონფერენციით გაიხსნა. წლევანდელი შეხვედრის მთავარი თემაა კლიმატის ცვლილება. ამ კონტექსტში ADB განსაკუთრებულ ყურადღებას განახლებადი ენერგიების განვითარების მხარდაჭერას მიაქცევს.

"ანალიტიკა"-ს ავტორის და წამყვანის ელენე კვანჭილაშვილის კითხვას რა როლს ანიჭებს ADB რეგიონულ თანამშრომლობას და აპირებს თუ არა, მაგალითად, მხარი დაუჭიროს შავი ზღვის კაბელის პროექტის განვითარებას - მასაცუგუ ასაკავას პასუხი იყო, რომ ნებისმიერი პროექტი, რომელიც ემსახურება აღდგენას, დაკავშირებადობას და რეფორმირებას - იმსახურებს მხარდაჭერას.

„განახლებადი ენერგიების განვითარებას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს კლიმატის ცვლილების გამოწვევების შესამცირებლად", - უთხრა ADB-ის პრეზიდენტმა BMG-ის, - "კლიმატის ცვლილება საზღვრებს არ ცნობს“.

მასაცუგუ ასაკავას თქმით, დღევანდელ გლობალიზებულ მსოფლიოში რეგიონულ თანამშრომლობას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს - მხოლოდ ერთი რეგიონის ძალისხმევა პრობლემას ვერ მოაგვარებს.

„რეგიონული თანამშრომლობა გადამწყვეტი მექანიზმია“, - აღნიშნა ADB-ის პრეზიდენტმა.

როგორც მასაცუგუ ასაკავამ ბანკის 56-ე ყოველწლიური შეხვედრის დროს განაცხადა, აზიის განვითარების ბანკის ფოკუსში კიდევ უფრო მეტად მოექცევა განახლებადი ენერგიის განვითარების მხარდაჭერა. ამ მიზნით, ADB ახალი პროგრამის შესახებ აცხადებს.

IF-CAP - ეს არის კლიმატის დაფინანსების ინოვაციური სქემა, რომელიც დამოკიდებული იქნება აზიის განვითარების ბანკის პარტნიორების მხრიდან ADB-ის სუვერენული სესხის პორტფოლიოს ფინანსურ გარანტიებზე. ამ გზით აზიის განვითარების ბანკი 3 მილიარდი დოლარის მოზიდვას და 15 მილიარდი დოლარის კლიმატის ცვლილებების პროექტებისკენ მიმართვას გეგმავს. ჯამში, 2019-2030 წლებში ამ მიმართულებით 100 მილიარდი ამერიკული დოლარი დაიხარჯება.