მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დოლარის ღირებულება უცვლელია, ევროსთან კი ლარი 0.72 თეთრით გაუფასურდა

60798c3404ff4
BM.GE
16.04.21 17:03
749
16 აპრილის ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლართან მიმართებით ლარის გაცვლითი კურსი უცვლელია, შესაბამისად, ერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება კვლავ 3.4363 ლარს შეადგენს.

სებ-ის ინფორმაციითვე, ეროვნული ვალუტა ევროსთან მიმართებით 0.72 თეთრით გამყარდა, შედეგად ერთი ევროს ოფიციალური ღირებულება 4.1187 ლარი გახდა. 

დღესვე ლარი თურქული ლირის მიმართ 0.06 თეთრით გამყარდა, შედეგად მისი ღირებულება 0.4265 ლარი გახდა. ბრიტანული გირვანქა სტერლინგის საფასური კი 0.17 თეთრით შემცირდა და 4.7380 ლარს შეადგენს.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები, ხვალიდან, 17 აპრილიდან შევა ძალაში.

2020 წლის განმავლობაში სებ-მა ჯამში 6 სავალუტო აუქციონი განახორციელა და $212.9 მილიონი დოლარი გაყიდა. ბოლო აუქციონი გუშინ შედგა, როდესაც ბაზარზე გასაყიდად სებ-მა $40 მილიონი გამოიტანა, საიდანაც $25.4 მილიონი გაიყიდა.

ლარის გაუფასურებასთან დაკავშირებით რამდენიმე კვირის წინ განცხადება გააკეთა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ, რომელმაც აღნიშნა, რომ ეს გაუფასურება თურქული ლირის მკვეთრ გაუფასურებას უკავშირდება. ამასთან, ეროვნული ბანკის პრეზიდენტის თქმით, ფუნდამენტური ეკონომიკური ფაქტორებით გამოწვეულ გაუფასურებას სებ-ი ინტერვენციების გზით ვერ შეეწინააღმდეგება, რადგანაც ეს კონტრპოდუქტიული იქნება.