მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რეგლამენტი, რომელსაც ბიზნესი თვეებია ელოდება - მინისტრი მწარმოებლებს შეხვდა

5f2e4a5b0f47a
BM.GE
08.08.20 11:00
820
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა ბიზნესომბუდსმენთან, მიხეილ დაუშვილთან ერთად, მწარმოებლის გაფართოებულ ვალდებულებასთან დაკავშირებულ საკითხებზე მწარმოებლებთან მორიგი შეხვედრა გამართა. ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

შეხვედრაზე ნარჩენების მართვის კოდექსით გათვალისწინებული მწარმოებლის გაფართოებულ ვალდებულებასთან დაკავშირებით შემუშავებული „შეფუთვის ნარჩენების მართვის შესახებ“ ტექნიკური რეგლამენტის პროექტი განიხილეს. აღნიშნული რეგლამენტის დამტკიცებას ბიზნესი თვეებია ელოდება, თუმცა, პროცესი გაჭიანურდა, რადგანაც დაინტერესებულ მხარეებს შორის შეთანხმება ვერ ხერხდება - საუბარია ერთი მხრივ თბილისის მერიაზე, მეორე მხრივ კი ბიზნესზე. 

 როგორც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა აღნიშნა, სამინისტრო აქტიურად თანამშრომლობს მწარმოებლებთან. მნიშვნელოვანია, გაფართოებული ვალდებულებასთან დაკავშირებით შემუშავებული რეგულაციები რეალურად ქმედითი, შედეგზე ორიენტირებული იყოს და ყველა ჩართული მხარის ინტერესს ითვალისწინებდეს.

საქართველოში „მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების“ პრინციპის დანერგვის მიზანია, ნარჩენების ეფექტიან მართვით, გარემოსა და ადამიანის ჯანმრთელობაზე უარყოფითი გავლენის რისკების შემცირება მოხდეს.