მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რეგულაციები სურსათის მწარმოებელ ფიზიკურ პირებს – მთავრობის გეგმები საჯაროდ განიხილეს

5df4a418d7be1
BM.GE
14.12.19 13:10
1261
2020 წლის პირველი იანვრიდან არარეგისტრირებული ფიზიკური პირები, რომლებიც ორგანიზებულად ეწევიან სურსათის წარმოებას, გადამუშავებასა და რეალიზაციას, სახელმწიფო კონტროლს დაექვემდებარებიან.

როგორც სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, „სურსათის/ცხოველის საკვების არაორგანიზებული წარმოების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის დადგენილების პროექტი მათ არასამთავრობო ორგანიზაციების, დარგობრივი ასოციაციებისა და ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს გააცნეს.

სეს–ში განმარტავენ, რომ 2020 წლიდან დაგეგმილი ცვლილებები იმ საოჯახო წარმოებებს არ შეეხება, რომლებიც მცირე რაოდენობით პროდუქციას ყიდიან.

„სახელმწიფო კონტროლი არ გავრცელდება ოჯახური წარმოების იმ ფიზიკურ პირებზე, რომლებიც სურსათის წარმოებას, გადამუშავებასა და რეალიზაციას მცირე რაოდენობით ახორციელებენ. პროექტის თანახმად, ასეთ ფიზიკურ პირებს მიენიჭებათ არაორგანიზებული წარმოების სუბიექტის სტატუსი, რომლის კრიტერიუმებიც დადგენილების პროექტით არის განსაზღვრული.

შეხვედრაზე ხაზგასმით აღინიშნა, რომ ცვლილებები ხელს შეუწყობს ბაზარზე არსებული სურსათის მაქსიმალურად გაკონტროლებას, საეჭვო და გაურკვეველი წარმომავლობის სურსათისგან სამომხმარებლო ბაზრისა და, შესაბამისად, მომხმარებლის ინტერესებისა და ჯანმრთელობის დაცვას, შიდა ბაზრის ეფექტიან ფუნქციონირებას და კეთილსინდისიერი ბიზნესოპერატორებისთვის ჯანსაღი კონკურენტული გარემოს შექმნას“, – განმარტავენ სურსათის ეროვნულ სააგენტოში.