მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რეგულაციების გამკაცრებამ მშენებლობა გააძვირა, თუმცა, მოთხოვნა მაინც გაიზარდა - m2

5e4d2c3497c10
ვიქტორია მღებრიშვილი
19.02.20 23:14
1388
რაც არ უნდა პარადოქსული იყოს, სამშენებლო უსაფრთხოების ნორმების გამკაცრებამ, უსაფრთხო და დაცულ უძრავ ქონებაზე მოთხოვნა გაზარდა, - ამის შესახებ m2-ის მთავარმა იურისტმა სამშენებლო მიმართულებით დავით აბრამიძემ განაცხადა.

მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ქართული კანონმდებლობის ამ მიმართულებით ევროკოდებთან შესაბამისობაში მოყვანამ მშენებლობა გააძვირა, შესყიდვებზე ამას არ უმოქმედია.

„რაც არ უნდა პარადოქსულად ჟღერდეს მაღალდაცული სახანძრო უსაფრთხოების, სამშენებლო მიმართულების, ასევე შენობა-ნაგებობების უსაფრთხოებისა და სამშენებლო მასალათა უსაფრთხოების ნორმების შემოღებამ, პირიქით მოთხოვნა გაზარდა იმ ქონებაზე, რომელიც უსაფრთხო და დაცულია. ცალსახად ვერ ვიტყვით, რომ საკანონმდებლო ნორმების ასეთი სახით ევროკოდებთან შესაბამისობაში მოყვანამ, ხელი შეუწყო ევროპული მაღალი სტანდარტის წარმოებას. თუმცა, ჩვენი კომპანიისთვის ყოველთვის ეს სტანდარტები იყო პრიორიტეტული, მიუხედავად იმისა, რომ ისინი ადრე არ არსებობდა.

რა თქმა უნდა, ეს აისახება გარკვეულწილად ფასის კომპონენტში, რამდენადაც დამატებითი აგრეგატებია საჭირო, თუნდაც სახანძრო უსაფრთხოების მიმართულებით და ა.შ. თუმცა, ეს საბოლოო ჯამში, კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ ემსახურება მოსახლეობის უსაფრთხოებას, გაცილებით მაღალ ექსპლუატაციაზე გათვლილ შენობა-ნაგებობებს და უსაფრთხო სამშენებლო გარემოს შექმნას“, - განაცხადა დავით აბრამიძემ.