მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რეგულაციებით განსაზღვრული სამსახურების გარდა, დასვენების დღეები ყველას შეეხება - მთავრობა

60800a41a8a4e
ინგა მურუსიძე
21.04.21 15:27
4925
"რეგულაციებით განსაზღვრული სამსახურების გარდა, დასვენების დღეები ყველას შეეხება", - ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა გიორგი ღიბრაძემ განაცხადა.

საქმე ის არის, რომ მთავრობამ 4-11 მაისის პერიოდში უქმე დღეები გამოაცხადა. როგორც ღიბრაძემ განმარტა, სამი სამინისტრო მუშაობს ბრძანებაზე და ის საზოგადოებისთვის უახლოეს მომავალში გახდება ცნობილი.

„რაც შეეხება უქმე დღეეებს, ქვეყანაში არსებობს ისეთი სამსახურები, რომელთა მუშაობაც აუცილებელია ქვეყნის გამართულად ფუნქციონირებისთვის, რეგულაციებით იქნება განსაზღვრული ის სამსახურები, რომლებსაც არ შეეხებათ დასვენების დღეები, დანარჩენი ყველა - მოექცევა დასვენების რეგულაციებში.

სამი სამინისტროს მიერ შემუშავებული ერთობლივი ბრძანებაა და მასზე მუშაობა ახლაც მიმდინარეობს“, - განაცხადა ღიბრაძემ.

კითხვაზე - დაიხურება თუ არა მოლები უქმე დღეებში, მთავრობის წარმომადგენელმა თქვა: „არ მითქვამს, რომ მოლები დაიხურება“.

ვისზე არ გავრცელდება "სავალდებულო დასვენების" დღეები - მთავრობის დადგენილება